"ტელეგრაფის“ მფლობელთა მიერ ბანკ HSBC -დან სესხად აღებული £250 მილიონი სარედაქციო პოლიტიკისადმი შეკითხვებს წარმოშობს
22-02-2015, 02:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიტანული გაზეთის, „დეილი ტელეგრაფის“ მფლობელი ძმების, ბარქლების მიერ ბანკ HSBC -დან სესხად აღებული 250 მილიონი ფუნტი სტერლინგი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ შეკითხვებს წარმოშობს. ამ თემაზე წერილს ბრიტანული „გარდიანი“ აქვეყნებს.

 

 

როგორც „გარდიანის“ წერილშია ნათქვამი, მას მერე რაც „დეილი ტელეგრაფის“ მფლობელებმა თავიანთი ბიზნეს იმპერიის გადასარჩენად ბანკ HSBC -დან სესხად 250 მილიონი ფუნტი სტერლინგი (დღევანდელი კურსით, 835 მილიონი ლარი) აიღეს, თითქოს ჟურნალისტებს აღნიშნული ბანკისადმი კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისაგან თავის შეკავება ურჩიეს.

 

 

კომპანიის დოკუმენტების მიხედვით სესხი 2012 წლის 14 დეკემბერსაა აღებული. როგორც გაზეთის ყოფილი მთავარი პოლიტიკური კომენტატორი, პიტერ ობორნი ამტკიცებს, გამოცემამ ბანკისადმი სარედაქციო დამოკიდებულება კარდინალურად 2013 წლის დასაწყიდან შეცვალა და კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისაგან თავი შორს დაიჭირა.

 

 

როგორც „გარდიანმა“ გაარკვია, 2013 წლის ივნისში HSBC -სადმი £242 მილიონი დავალიანება ჯერ კიდევ გაუსტუმრებელი იყო და არ მოიპოვება დოკუმენტები, რომელიც ცხადყოფდა, რომ მას შემდეგ აღნიშნული სესხი დაიფარა.

 

 

ბარქლების ოჯახმა სესხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ოჯახთან დაახლოვებულმა წყარომ უარყო ბრალდება, რომ „ტელეგრაფის“ სარედაქციო პოლიტიკაზე ბანკიდან აღებულ სესხს რაიმე გავლენა მოეხდინოს. წყარომ ასევე აღნიშნა, რომ ძმების ოჯახებს ბიზნესის განსავითარებლად სხვა მრავალი ბანკისაგანაც აქვთ სესხები აღებული.

 


„ტელეგრაფის“ წარმომადგენლის მიერ ობორნის ბრალდების საპასუხო განცხადებაში კი ნათქვამია, რომ იგი არ გააკეთებს კომენტარს ინდივიდუალურ კომერციულ ურთიერთობებზე, მაგრამ, განაგრძო მან: „ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ყველა ჩვენი კომერციული პარტნიორი სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებით, მაგრამ რეკლამასა და ჩვენს საყოველთაოდ აღიარებულ სარედაქციო ქმედებას შორის განსხვავება ყოველთვის ფუნდამენტური იყო ჩვენი ბიზნესისთვის. ჩვენ სავსებით უარვყოფთ ამის საწინააღმდეგო ნებისმიერ ბრალდებას.

 

 

„ძალიან დასანანია, რომ პიტერ ობორნმა, რომელიც თითქმის ხუთი წლის განმავლობაში იყო „ტელეგრაფის“ თანამშრომელი, მოახდინა ამგვარი განსაცვიფრებელი და უსაფუძვლო თავდასხმა თავის გაზეთზე. მისი ბრალდებები სავსეა უზუსტობებითა და ინსინუაციებით“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი