ალექსანდრე ჯეჯელავა: მე-12 კლასი არ გაუქმდება
07-09-2016, 04:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მე-12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაცია საზოგადოებამ არასწორად გაიგო.

 

 

მისი თქმით, მე-12 კლასი არ გაუქმდება, არამედ იგეგმება ის, რომ ბოლო ორ კლასში (მე-11-მე-12) იყოს უმაღლესი სასწავლებლისთვის გაძლიერებული მომზადება.

 

 

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

„საუბარია იმაზე, რომ ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც დღესაა. ერთადერთი რაც განიხილება არის ის, რომ ბოლო 2 კლასი იყოს უმაღლესისთვის გაძლიერებული მომზადება. ანუ როგორც ბევრ ქვეყანაში არის კოლეჯი, გიმნაზია. ფაქტობრივად, მე-10 კლასის ჩათვლით სკოლა არის ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ზოგადი უნარები ყველა მიმართულებით, მე-11-მე-12 კლასში თუ ჟურნალისტობას აპირებს, უკვე ვკონცენტრირდებით მოსამზადებლად ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებს მოსწავლე, მაშინ - ქიმიაზე. ანუ საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე. გაუქმებაზე არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ არის“,-განაცხადა მან.

 

 

განათლების მინისტრი იმედოვნებს, რომ გაძლიერებული ბოლო ორი კლასის მეთოდით რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან.

 

 

„მსგავსი სკოლები დღესაც არსებობს. მაგალითად, ეს სკოლებია კომაროვის და ვეკუას. ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რომელიც სპეციფიკურად ბავშვებს ამზადებს კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც ამ მიმართულებით იქნება ცალკეულ სკოლებში გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის, სტატუსი - სპეციალიზებული სკოლების, მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკური, სახელოვნებო და ა.შ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათ, რომლებიც ბოლო კლასში თავის ბავშვებს ისეთ სწავლას მოუწყობენ, რომელიც მინიმუმ რეპეტიტორების საჭიროებას მოხსნის ამ ბავშვებისთვის და შემდეგ წლებში ჩვენი იმედი გაქვს, ამ მეთოდის - გაძლიერებული ბოლო ორი კლასის მეთოდით რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი