ტრამპი ამერიკის სამხედრო ხარჯების დიდი ოდენობით გაზრდისა და მისი თეთრ სახლში ყოფნის პირველივე 30 დღეში, „ისლამური სახელმწიფოს" განადგურების პირობას იძლევა
07-09-2016, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ იგი გააფართოვებს ამერიკის სამხედრო ძალებს ყველა მიმართულებით, თუკი გაიმარჯვებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ BBC წერს.

 


ტრამპმა თქვა, რომ მას მეტი ჯარისკაცი, მეტი სამხედრო-საზღვაო ფლოტი, მეტი თვითმფრინავი და გემი ესაჭიროება.

 


მან ასევე განაცხადა, რომ გამოვა გეგმით, გაანადგუროს „ისლამური სახელმწიფო“ მისი თეთრ სახლში ყოფნის პირველივე 30 დღეში.

 


მან აღნიშნა, რომ მისი გეგმისთვის თანხები მოძიებული იქნება სამთავრობო ხარჯების შემცირებიდან, მიუღებელი გადასახადებიდან და ფედერალური სამუშაო ძალების შეკვეციდან.

 


ფილადელფიაში წარმოთქმულ სიტყვაში მან ასევე თქვა, რომ სურს „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ და ამერიკის ყველა ნატოელი მოკავშირის მხრიდან მათი ეროვნული შემოსავლის 2%-ის დახარჯვა თავდაცვის სფეროში.

 


„მე გთავაზობთ ახალ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ფოკუსირებულია ამერიკის უმთავრესი ეროვნული ინტერესების წინ წაწევაზე, რეგიონული სტაბილურობის დაწინაურებასა და მსოფლიოში დაძაბულობის შესუსტებაზე. ეს საჭიროებს წარუმატებელი პოლიტიკის გადახედვას“, - განაცხდა ტრამპმა.

 


მიმდინარე კვირას ტრამპის კანდიდატურა ღია წერილით ოფიციალურად მოიწონა 88 ყოფილმა სამხედრომ.

 


გადამდგარმა გენერლებისა და ადმირალების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ რესპუბლიკელების კანდიდატს „გააჩნია ხასიათი, იყოს მთავარსარდალი“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი