ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან უკვე მეხუთედ, წარმატებით განახორციელა ბირთვული გამოცდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ოფიციოზი დარწმუნებულია, რომ ეს არის ყველაზე დიდი ბირთვული გამოცდა, რაც ჩრდილოეთ კორეას დღემდე განუხორციელებია.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პარკ გეუნ ჰაიმ მას "თვითგანადგურების" აქტი უწოდა, რომელმაც ლიდერ კიმ ჩენ ინის "მანიაკალური უგუნურება" აჩვენა.
ბირთვული ტესტი ბიძგები ჩრდილო კორეის ბირთვული გამოცდის ადგილმდებარეობაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრის მსგავსი იყო.
ანალიტიკოსები შიშობენ რომ აქედან შესაძლოა ახლო ნაბიჯი იყოს გამოყენებისთვის ვარგისი ბირთვული იარაღის შექმნამდე, წერს BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.