ვიდეო, სადაც სააკაშვილი ამბობს: „ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ, ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება“ (ვიდეო)
31-01-2014, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                               

 

ფეისბუკის მომხმარებელი აქტიურად განიხილავს Youtube-ზე 29 იანვარს საღამოს ატვირთულ ვიდეომასალას, სადაც ნათლად ჩანს, რომ მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვისას მთავარი მოქმედი პირი ვანო მერაბიშვილია. მერაბიშვილის გაცემული ბრძანება - "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია" - დიდი განსჯის მიზეზად იქცა.

 

ვანო მერაბიშვილთან ერთად კრიტიკის ობიექტი მიხეილ სააკაშვილიც გახდა, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში ბოლო წუთებში ჩნდება და ამბობს: ის, რა ქვია, ვანო სად არი?... ვანო რა ვქნათ? ვანო აქ რჩები თუ...?" სააკაშვილის ფრაზა წყდება და ამის შემდეგ ვიდეო სრულდება.

 

საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილის გასამართლებას, არა მხოლოდ მუხროვანის სპეცოპერაციისას სამხედრო პირების ლიკვიდაციის ბრძანების სავარაუდო გაცემისთვის, არამედ მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი არაერთი დანაშაულებრივი ქმედების გამო ითხოვს.
ფეისბუკის არაერთმა მომხმარებელმა სააკაშვილის 2004 წელს, პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გაკეთებული განცხადება გააზიარა, სადაც ახლადარჩეული პრეზიდენტი სააკაშვილი შემდეგ ფრაზას ამბობს: "გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არევას, ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება".

 

"ახლა ვანიჩკა ციხეშია - ეს კაცისმკვლელი კი - ლექტორი", წერს ჟურნალისტი რუსა მუმლაძე-ავალიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები: 2
#2   tsotne
      
მარიამ ჩვეულებრივი მოქალაქე კი არა აშკარად კოორდინატორი ხარ და გაჩერდი ეხლა ნუ მალავ მაინც :D
8 თებერვალი 2014 13:01
#1   mariam15
      
რაც არ უნდა ატრიალოთ წაღმა უკუღმა ეს ძველი ვიდეო მასალა მოჭრათ და მიაკეროთ ერთი ფაქტია ნაცმოძრაობამ ბატონი სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოახდინა გარდაქმნა აღგვილი პირისაგან მიწისა აღადგინა საქართბელო მოსპო კრიმინალი მოსპო ნარკომანია ,დაამშვენა და გაალამაზა ქალაქები რაიონები, ააგო ხიდები გზები ,აღადგინა უამრავი ტაძრები,აგარაფერს ვამბობ მუდმივ ელექტრო ენერგიაზე, გაზზე ,მთლიანობაში ააღორძინა საქართველო .ახლა ამიტ ართობთ ხალხს ქექვთ იმას რაც არ არი საჭირო ხალხში გავრცელდეს გარდა დასახულიმ მიზნისა გაანადგუროთ და მოსპოთ ძლიერი ოპოზიცია,რათა ლანგარზე დადებული მიართვათ საქართველო რუსეთს,რათა აგარავინ შეგიშალოთ ხელი თქვენი ბნელი ჩახლართულ საქმეებში.ჩვეულებრივი მოქალქე ვარ მე მინდა ჩემი ქვეყანა ლამაზი მშვიდი და ძლიერი იმის მაგივრად მიამატოთ რაიმე ანგრევთ და ანადგურებთ რა უნდა ვთქვა უბედურო საქრთველო ყვავყორნებს დამონებიხარ.
1 თებერვალი 2014 23:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი