მიხეილ სააკაშვილი: ახლა სანქციები აღარ არის საკმარისი, უკრაინას თავდაცვითი იარაღი სჭირდება
24-02-2015, 01:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებით, ის დახმარება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უკრაინას სთავაზობს, საკმარისი არ არის და უკრაინას თავდაცვითი იარაღი სჭირდება.

 

 

აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა, „Fox Business“-ის ეთერში გააკეთა.

 


„უკრაინამ საკმარისი ყურადღება მიიპყრო, თუმცა მის კონფლიქტზე დასავლეთის რეაგირება საკმარისი არის. დასავლეთი ამბობს, რომ 21-ე საუკუნეში ვართ, ცივი ომი დასრულებულია, რუსული ტანკები ევროპაში შეჭრას ვერასდროს მოახერხებს და ამის პარალელურად, 2015 წელს ვხედავთ, რომ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რუსული ტანკებია შესული. ეს ის მომენტია, როდესაც ამ იარაღის შეჩერება მხოლოდ იარაღითაა შესაძლებელი. აშშ-მა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მან შეძლო ევროპის მობილიზება, დაწესდა სანქციები, მაგრამ ახლა სანქციები საკმარისი აღარ არის, საჭიროა მეტი. უკრაინას თავდაცვითი იარაღი სჭირდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 


გაცილებით აგრესიული იყო სააკაშვილის CNN-ის ეთერით 6 თებერვალს გაკეთებული განცხადება, რომელიც წინ უძღოდა მინსკში 12 თებერვალს მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას. მაშინ სააკაშვილი უკრაინაში პრეზიდენტ პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული.

 


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2015 წლის 6 თებერვალს, CNN -ის პირდაპირ ეთერში კიევიდან ჩართვისას რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებსა და ამ პროცესში აშშ-ს გადამწყვეტ როლზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ძალზე დროულია ამერიკამ სამხედრო შეიარაღება მიაწოდოს უკრაინას და რუსეთთან გადმწყვეტ ბრძოლაში უკრაინელებისადმი გაწეული თანადგომით, თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეა გადაარჩინოს.

 


ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რაიმე რისკი ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში, სააკაშვილმა ასე უპასუხა:

 


„იარაღი მხოლოდ იარაღით უნდა შეჩერდეს. უკრაინის სიტუაცია ავღანეთის ომს მაგონებს, სადაც საბჭოთა ხელისუფლებამ ორი ფაქტორის კომბინაციის მეშვეობით, ნავთობის დაბალი ფასითა და პრეზიდენტ რეიგანის ავღანელი მეამბოხეებისადმი სამხედრო შეიარაღების გაწევით, წააგო ომი. ჩვენ ახლა ნავთობის ფასის დაცემისა და რევანშისტული რუსეთის მომსწრენი ვართ და რაც ამ ეტაპზე უკრაინელებს ესაჭიროებათ და რასაც ისინი ითხოვენ, ესაა იარაღის მიწოდება. მათ საარტილერიო თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები უნდა მიეწოდოთ. ახლა ძალზე დროულია ამის გაკეთება. ჰილარი ქლინთონმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ უკრაინელები, მათი გმირული წინააღმდეგობის გაწევიდან გამომდინარე ამას იმსახურებენ. სრულებითაც არაა შემთხვევითი რომ პუტინმა დაიწყო მოლაპარაკებები, რადგან ამერიკული შეიარაღება კიევისკენ მოემართება. პუტინი ეცდება ხელში ჩაიგდოს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინა, აიძულოს უკრაინელი სამხედროები გაიქცნენ ამ ტერიტორიებიდან და შემდეგ მოაწყოს სამხედრო გადატრიალება კიევში. ესაა მისი გეგმა, რაც უკრაინელებისა და მათი დასავლელი მოკავშირეების კონცენტრირებით შეიძლება იყოს შეჩერებული“, -განაცხადა სააკაშვილმა.

 


"პუტინმა იცის რომ რუსული ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა, რუსეთი უფსკრულისკენ მიექანება, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ცდილობს ჯერ უკრაინა გაიყოლოს წინ. იგი ფიქრობს, თუ ეკონომიკური არეულობებითა და ზეწოლით და სამხედრო უპირატესობის მოპოვების კომბინაციით რამდენიმე თვეში უკარაინა განადგურდება, მაშინ თავადაც გაძლებს რამდენიმე წელი, მანამ, სანამ ნავთობის ფასი კვლავ აიწევს, სანამ ამერიკის ადმინისტრაციაში გარკვეული ცვლილებები მოხდება, და ამით იგი მომდევნო 10, 15 თუ 20 წელიწადი შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ის ახლა ამ რისკზე მიდის. ეს სიტუაცია მე 2008 წელს მაგონებს. რა მოხდა 2008 -ში? მაშინაც თბილისში, ისე როგორც დღეს კიევში, ევროპელი ლიდერები იმყოფებოდნენ, რომლებიც შუამავლის როლს ასრულებდნენ, მაგრამ მხოლოდ ამერიკელების სამხედრო-ჰუმანიტარული ჩარევის მცდელობამ შეაჩერა პუტინი, რომელმაც ევროპული შუამავლობა მხოლოდ დროის გაყვანისა და პროპაგანდისტული უპირატესობის მოპოვებისთვის გამოიყენა და სარკოზის შუამავლობით შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ისევ განაგრძო სამხედრო ქმედებები და თბილისისკენ აიღო გეზი. მხოლოდ აშშ-ს გადამწყვეტი სამხედრო განცხადებებისა და ქმედებების შემდეგ მოხდა მისი შეჩერება. ამ კაცს მარტო სამხედრო ძალით თუ გააგებინებ რამეს. ეს არაა კაცი, რომელსაც კეთილმოსურნეობისა და დიპლომატიის ენა ესმის. ის ამას ცინიკურად უყურებს. მასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ვერაფერს გადაწყვეტ. მას მხოლოდ მკაცრი ენა ესმის. უკრაინელები გმირობის საოცარ მაგალითს აჩვენებენ და ამერიკის და დასავლეთის ინტერესებში შედის შველა აღმოუჩინონ მათ, რადგან მათი დახმარებით ისინი დემოკრატიისა და თავისუფლების იდეას გადაარჩენენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა CNN -ის პირდაპირ ეთერში კიევიდან 6 თებერვალს ჩართვისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი