ექიმები: ჰილარი კლინტონი "ჯანმრთელია და შეესაბამება იმსახუროს" შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე
15-09-2016, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჰილარი კლინტონი "ჯანმრთელია და შეესაბამება, იმსახუროს" შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე, აცხადებენ ექიმები. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობამ დემორატი კანდიდატის შესახებ სამედიცინო ინფორმაციო გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ "პნევმონიის დიაგნოზის" შემდეგ ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი–დღე უმჯობესდება და იგი შეძლებს ხუთშაბათს დაუბრუნდეს საარჩევნო კამპანიას, მას შემდეგ რაც 11 სექტემებრის ცერემონიაზე, ნიუ იორკში, თავი შეუძლოდ იგრძნო და ღონისძიების დატოვება მოუწია.

 

 

შეტყობინება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მისი ჯანმრთელობის მონაცემების შესახებ სამედიცინო ინფორმაცია გაამჟღავნა.

 

 

ორივე კანდიდატი, ყველაზე ასაკოვანთა შორის მყოფნი, რომელთაც ოდესმე კენჭი უყრიათ საპრეზიდენტო არჩევნებში, მძლავრი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან რათა უფრო მეტი ინფორმაცია გამოაქვეყნონ მათი ჯანმრთელობის შესახებ, – წერს BBC.

 

 

ჰილარი კლინტონმა, 12 სექტემებრს, ერთი დღის შემდეგ რაც 11 სექტემბრის ცერემონიაზე შეუძლოდ გახდა, სტელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს "გაცილებით უკეთესად" გრძნობს. მან CNN –თან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ექიმების მიერ ახლახან დასმული პნევმონიის დიაგნოზი საზოგადოებისთვის არ გაუმჟღავნებია, რადგან "მე უბრალოდ არ ვფიქრობდი, რომ ეს ასეთი დიდი რამ შეიქმნებოდა".

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ მან იგნორი გაუკეთა ექიმების "ბრძნულ" რჩევას, დაესვენა 5 დღის განმავლობაში.

 

 

მისმა მოწინააღმდეგემ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობა ახლა "საკითხი" გახდა საარჩევნო კამპანიის დროს.

 

 

12 სექტემებერს, სატელეფონო ინტერვიუში კლინტონმა იმედი გამოთქვა, რომ "მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში" საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.

 

 

დემოკრატების კანდიდატმა აღიარა, რომ მან დაკარგა ბალანსი 11 სექტემბრის ღონისძიებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ გრძნობა არ დაუკარგავს.

 

 

"თავბრუ დამეხვა და ნამდვილად დავკარგე წონასწორობა ერთი წუთის განმავლობაში, მაგრამ როგორც კი შევედი ავტომანქანაში (ფურგონში) და ჩამოვჯექი, გავგრილდი და წყალი მივიღე, იმ წამსვე უკეთ ვიგრძენი თავი", – განაცხადა მან.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს, მისი ექიმების განცხადებით, პნევმონიაზე მკურნალობა უტარდება, მას შემდეგ რაც იგი 11 სექტემბრის ცერემონიიდან შეუძლოდ ყოფნის გამო წაიყვანეს.

 

 

მისმა პირადმა ექიმმა ლიზა ბარდაკმა განაცხადა, რომ მას პარასკევს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და ანტიბიოტიკები გამოუწერეს, მაგრამ ნიუ იორკის ღონისძიებაზე მან დეჰიდრაცია (გაუწყლოება) განიცადა.

 

 

ექიმების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა მის ორგანიზმში რეჰიდრაცია მიმდინარეობს, იგი "მორჩენის გზაზე დგას", გამოჯანმრთელების პროცესი კი "კარგად" მიდის.

 


მაგრამ ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური ჯგუფის განცხადებით, ავადმყოფობის გამო მან გააუქმა კალიფორნიაში ორშაბათს დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიება, სადაც სიტყვით უნდა გამოსულიყო.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც 11 სექტემბრის ცერემონიაზე მისი ჯანმრთელობის პრობლემების შიშები წარმოიშვა, განაცხადა, რომ იგი „თავს ჩინებულად გრძნობს“.

 

 

მისი კამპანიის წარმომადგენლების მხრიდან ადრე ითქვა, რომ მან დატოვა ნიუ იორკში ღონისძიება, რადგან მან „თავი გადახურებულად იგრძნო“ და მისი ქალიშვილის ბინაში წავიდა. კლინტონის ოპონენტი რესპუბლიკელები მისი ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვებს სვამენ. კლინტონის ექიმები აცხადებენ, რომ 2012 წელს სისხლის შედედების შემდეგ იგი სრულად გამოჯანმრთელდა. მისმა პირადმა ექიმმა ლიზა ბარდაკმა გასულ თვეს თქვა, რომ ჰილარის „ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავ ფორმაში აქვს და იგი შეესაბამება ემსახუროს შეერთებულ შტატებს პრეზიდენტის რანგში“.

 


თავისი ქალიშვილის სახლიდან გამოჩენის შემდეგ კლინტონმა თქვა: „თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მშვენიერი დღეა ნიუ იორკში“.

 

 

მისი საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლის თანახმად, იგი მოგვიანებით მის სახლში, ჩაპაქუაში, ნიუ იორკში, გაემგზავრა. Twitter-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი კი დასტურდება, რომ კლინტონს მხარდაჭერას უწევენ მისი თანაშემწეები 11 სექტემბრის ცერემონიაზე, სანამ მას დაეხმარებოდნენ ავტომანქანაში ჩაჯდომაში.

 

 

11 სექტემებერს კლინტონის კამპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მდივანი კლინტონი 11 სექტემბრის ხსოვნის ცერემონიას ამ დილით, მხოლოდ ერთი საათით და 30 წუთით დაესწრო, რათა პატივი მიეგო გარდაცვლილების ხსოვნისათვის და მისალმებოდა დაცემულთა ოჯახების წევრებს.

 

 

„ცერემონიის დროს, მან თავი გადახურებულად იგრძნო, ამგვარად თავისი ქალიშვილის ბინაში გაემგზავრა, და თავს გაცლებით უკეთ გრძნობს“.

 


კლინტონი მანამდე სახელმწიფო მდივნად მსახურობდა და ინარჩუნებს საპატიო ტიტულს.

 

 

„ასოშიეთიედ პრესის“ თანახმად, კვირას, ნიუ იორკში ცხელი და დახუთული ამინდი იყო და ცერემონიის დროს ნიავი ქროდა.

 

 

როგორც BBC წერს, ერთხელ ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშმა იაპონიის პრემიერ მინისტრს მიარწყია. მისმა შვილმა კი თეთრ სახლში გრძნობა დაკარგა, მას შემდეგ რაც კინაღამ დაიხრჩო მარილიანი ნამცხვრისაგან. ფრანკლინ რუზველტი მალავდა მის სერიოზულად გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჯონ ფიცჯერალდ კენედი არასოდეს საუბრობდა მისი ზურგის დასუსტებულ მდგომარეობაზე.

 

 

განსხვავება კი ამ მამაკაცებსა და ჰილარი კლინტონს შორის, ამისდა მიუხედავად ისაა, მისი „გადახურების“ ეპიზოდი მისი საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე გახურებულ პერიოდს ემთხვევა, როცა ის ცდილობს გაუთანაბრდეს რონალდ რეიგანს, როგორც ყველაზე ასაკოვან პერსონას, რომელიც ოდესმე აურჩევიათ პრეზიდენტად, პირველი ვადით.

 

 

მისი ჯანმრთელობის შესახებ კი კონსპირაციული თეორიებია - რამდენიმე მათგანი კი ტრამპის კამპანიის სუროგატების მხრიდან არის განვითარებული.

 

 

ასაკი ბოლოდროინდელი რამდენიმე საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფაქტორს წარმოადგენდა. ორთავემ, ჯონ მაკკეინმა 2008 წელს და ბობ დოულიმ 1996 წელს, ადვილად დახურეს რეიგანის რეკორდი. დონალდ ტრამპს კი, 70 წლის ასაკში, თავისი ჯანმრთელობის შეკითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი.

 

 

ახლა კი, კვირის ეპიზოდიდან გამომდინარე, ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ჭორებს, ხალხი უფრო დაკვირვებით და ახლოდან მიადევნებს თვალს, - წერს BBC.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი