ანგელა მერკელი აღიარებს, რომ ევროპა გადამწყვეტ ეტაპზეა – "Brexit"-ის შემდეგ ევროკავშირი ბრატისლავაში პირველ სამიტს მართავს
16-09-2016, 06:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გამოსვლისთვის ხმის მიცემის შემდეგ ევროკავშირი ბრატისლავაში პირველ სამიტს მართავს. როგორც "დოიჩე ველე" წერს, ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხე აზრთა სხვადასხვაობაა და სამიტის დაწყებამდე, ევროკომისრის, დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ იგი მის ანალიზში დაუნდობელი იქნება "ბრექსიტისთვის" ხმის მიცემის უკან მდგომი მიზეზების შეფასებისას, მიანიშნებს იმას, რომ ეს არ იქნება ჰარმონიული შეხვედრა. ტუსკმა ასევე თქვა, რომ განავითარებს "ბრატისლავას საგზაო რუკას", რომ აჩვენოს დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლის გზები.

 


თუმცა კი, როგორც გერმანული გამოცემა წერს, მისი სამიტზე მიპატიჟება თავად ჩანს დეპრესიული. "ადამიანებს სურთ იცოდნენ, შეუძლია თუ არა ევროპის ელიტას სიტუაციაზე კონტროლის კვლავ დამყარება, სიტუაციაზე, რომელიც წალეკილი და დეზორიენტირებულია და რომლის მიმართაც შიში გააჩნიათ. ბევრი ახლა ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა სტაბილურობის და უსაფრთხოების გზაზე დგომას ნიშნავს".

 

 

"დოიჩე ველე" წერს, რომ ბრიუსელში ბევრის სურვილია, რომ ტუსკმა, რომელიც უწინ პოლონეთის მთავრობას ხელმძღვანელობდა, მეტი პოზიტიური მიდგომა გამოავლინოს სამიტისადმი.

 

 

ანგელა მერკელი აღიარებს, რომ ევროპა გადამწყვეტ ეტაპზეა. მან ხუთშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ფრანსუა ოლანდთან მოსამზადებელი შეხვედრისას მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს იმუშაონ უფრო სწრაფად და რაციონალურად და ეს გერმანიასაც და საფრანგეთსაც ეხება. ისინი თანხმდებიან უკრაინის საგზაო რუკის გარშემო, მაგრამ ამის მიღმა მცირეა საერთო შეხების წერტილები.

 

 

ახლა ანგელა მერკელი ცდილობს ზედაპირზე გამოიტანოს კონკრეტული პროექტები, რათა აჩვენოს ევროკავშირის მოქალაქეებს, რომ მათ შეუძლიათ კავშირისაგან სარგებელი მიიღონ. მას სურს ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობების გაუმჯობესება, ხარჯების შემცირება და ევროკავშირის თავდაცვის პროექტების დაჩქარება.

 


მაგრამ მისი იდეები, როგორც დამტკიცდა, ძნელი განსახორციელებელი იქნება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა გამოჩნდა, რომ მისი მოსაზრება ლტოლვილების საკითხებზე განაგრძობს წინააღმდეგობების წაწყდომას და არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ამ პრობლემის მიმართ სოლიდარობას ჰქონდეს ადგილი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი