ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 14-ზე მეტი კი - დაშავდა. მათგან 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Independent-ის ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მოხდა.
სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურებმა აღნიშნული შენობიდან და მეზობელი ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.