ამერიკაში ბომბების აფეთქებაში ეჭვმიტანილი 28 წლის აჰმედ ხან რაჰამი "ძალიან მეგობრული ბიჭია"
19-09-2016, 23:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში დაბადებული ამერიკელი, რომელიც შაბათ–კვირას ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში ბომბების აფეთქებაში არის ეჭვმიტანილი რესტორანში მუშაობდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

28 წლის აჰმედ ხან რაჰამი, რომელიც ბრალდებულის სახით პოლიციამ ორხმრივი სროლების შემდეგ დააკავა, ნიუ ჯერსიში, ელიზაბეტში თავისი ოჯახის წევრებთან ერთად "პირველი ამერიკული შემწვარი ქათმების" რესტორანში მუშაობდა.

 


იგი გამზადებული საჭმელებით მოვაჭრე ობიექტის თავზე ცხოვრობდა.

 


"ის ძალიან მეგობრული ბიჭია, ესაა ის, რაც ასე შემზარავია", – თქვა ერთ–ერთმა მუდმივმა კლიენტმა რაიან მაკკენმა.

 


მაკკენმა განაცხადა": "მე აქ მოვდივარ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ, მხოლოდ იმისთვის რომ რამე შევჭამო. ის ყოველთვის აქ არის". მან დაამატა: "ისინი არასოდეს ჩანდნენ რაიმე განსაკუთრებული, ისინი უბრალოდ გაამერიკელებულები იყვნენ. შენ ვერაფერს ვერ შეამჩნევდი. ის ყოველთვის საუბრობდა მის ავტომანქანებზე. მას უყვარდა სწრაფად სიარული".

 


ოფიცრებმა აჰმედ ხან რაჰამის ოჯახი უკვე გაჩხრიკეს. 28 წლის აჰმედ ხან რაჰამის დაკავებისას მიყენებული ჭრილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. ნიუ ჯერსიში, ლინდენში, ეჭვმიტანილის აყვანის ოპერაციისას ასევე დაიჭრა პოლიციის ორი ოფიცერი.

 


მზა საჭმელებით მოვაჭრე ობიექტი ელიზაბეტში პოლიციისთვის ცნობილი ადგილი იყო, რადგანაც იქ გვიან ღამით მუდმივი კლიენტების მხრიდან ჩხუბს და აყალმაყალს ხშირად ჰქონია ადგილი, რის გამოც პოლიციაში საჩივრები არაერთხელ შესულა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი