"საუდის არაბეთის ავიახაზები" მანილას აეროპორტში მისი თვითმფრინავის გატაცების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს
20-09-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საუდის არაბეთის ავიახაზებმა" განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ მის კუთვნილებაში მყოფი თვითმფრინავი ფილიპინების დედაქალაქ მანილას აეროპორტში „საფრთხის ქვეშ“ იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ კი, თვითმფრინავის შესაძლო გატაცების შესახებ შესული შეტყობინება მცდარი იყო.

 

 

ამის შესახებ ბრიტანული „ტელეგრაფი“ წერს.

 

 

ჯედაჰიდან ფილიპინებზე ჩაფრენილი თვითმფრინავის გარშემო პოლიცია იყო მობილიზებული და მგზავრებს ბორტის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ, რადგანაც გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი „საფრთხის ქვეშ“ იმყოფებოდა.

 

 

ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა, ერიკ აპოლონიომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ავიახაზების თვითმფრინავი „აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე იზოლირებაში მოაქციეს“, თუმცა ინციდენტიდან მალევე საუდის არაბეთის ავიახაზებმა დაადასტურა, რომ ეს მცდარი შეტყობინება იყო.

 

 

თვითმფრინავის ეკიპაჟმა აეროპორტის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მათთან შესული ზარი შეცდომა იყო.

 

 

აეროპორტის აქტივობები ნორმალურ მდგომაროებაში რჩება და არცერთი დაგეგმილი რეისი არ გაუქმებულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი