კომერციული ბანკები ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, შეღავათებს დაუწესებენ
25-02-2015, 04:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, შემოსავალი კი - ლარებში გააჩნიათ.

 

 

"ჩვენ გავიარეთ სხვადასხვა საკითხები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევუმსუბუქოთ ტვირთი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი - ლარში. ბანკებს დაევალათ, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგნინონ გეგმა, რომლებიც ასახავს, რა მიდგომები ექნებათ მათ ასეთ კლიენტებთან და იყვნენ მაქსიმალურად მოქნილები. საუბარია სესხის ვადიანობის გაგრძელებაზე, სხვა ტიპის რესტრუქტურიზაციაზე, რათა ყოველთვიური სესხის მომსახურების თანხა შემცირდეს, რომ რაღაც შვება იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი ლარში", განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

 

მისივე თქმით, ეს არ არის საკითხის ფუნდამენტური მოგვარება, მაგრამ ვიდრე აღდგება სავალუტო შემოდინებები, ფუნდამენტური ფაქტორები გამოსწორდება, ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, იქამდე ეს იქნება გარკვეული შვება ადამიანებისთვის.

 

 

"ამ მიმართულებით ყველა ბანკი ძალიან მოქნილი იქნება. ერთკვირიანი სამუშაო ვადა მივეცით და ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ გვექნება გეგმები სათითაოდ ყველა ბანკის მიხედვით", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მიდგომები იქნება ინდივიდუალური, რადგან შეუძლებელია ამის სტანდარტიზაცია გაკეთდეს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის კომპეტენცია ვრცელდება კომერციულ ბანკებზე და არ ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.

 


"ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უბრალოდ ექვემდებარებიან რეგისტრაციას, ამიტომ ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე", აღნიშნა ქადაგიძემ.

 

 

მისივე თქმით, ყველა კორპორაციულ ბიზნესს, მათ შორის კომერციულ საბანკო სექტორს ევალება, იყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი.

 

 

"ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილი და, რა თქმა უნდა, არც ერთ ბანკს ამასთან დაკავშირებით არანაირი განსაკუთრებული პრეტენზია არ გამოუთქვამს. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს მანამდეც ჰქონდა დაგეგმილი, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად მოქნილები იყვნენ", განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

 

"თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინდივიდუალური ანალიზის საფუძველზე შეეცდებიან, რომ გადახდის ახალი გრაფიკი არსებულ რეალობას მოარგონ.

 


"ძირითადად რამდენიმე თემას შევეხეთ. ეს ეხებოდა ფიზიკურ პირებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხები აქვთ უცხოურ ვალუტაში და შემოსავლები კი - ლარში. კარგია ის, რომ სამომხმარებლო სესხების უმეტესი ნაწილი არის ლარებში. ძირითადად საუბარია სამომხმარებლო სეხების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლებიც არის უცხოურ ვალუტაში და ძირითადად ეს შეეხება იპოთეკურ სესხებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაშია და ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც შემოსავალი ადგილობრივ ვალუტაში აქვთ. შევთანხმდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ინდივიუდუალურად თითოეული მსესხებლის მიხედვით კიდევ ერთხელ გავაანალიზებთ თითოეული ასეთი ფიზიკური პირის შემოსავალს და თითოეული ასეთი ინდივიდუალური ანალიზის შესაბამისად, შევეცდებით გავითვალისწინოთ რეალობა და გადახდის ახალი გრაფიკი არსებულ რეალობას მოვარგოთ", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

 

 

მისი თქმით, კონკრეტული შემთხვევების ინდივიდუალური ანალიზი მოხდება.

 


"შევეცდებით, რომ თუ ადამიანი იხდიდა განსაზღვრულ რაოდენობას ყოველთვიურად, რამდენად შესაძლებელია, რომ ის გრაფიკი აღუდგეს. უნდა გავიაზროთ თითოეული მსესხებლის მიხედვით, რამდენად შეიძლება გრაფიკის დაგრძელება, რომ ადამიანს დაახლოებით, იმ ფარგლებში დარჩეს ყოველთვიური გადახდები, რაც რამდენიმე თვის წინათ ჰქონდა", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

 

 

ბუცხრიკიძის თქმით, საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი