კახა კალაძე წნორის მოსახლეობას: მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ ისეთი ადამიანი, როგორიც გიორგი კვირიკაშვილია
24-09-2016, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდეს, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წნორში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

 

”მე არ შემიძლია არ შევეხო იმ ემოციებს, რომელიც ბატონ გიორგის ჰქონდა სიტყვის დაწყების წინ. ძალიან კარგად მესმის მისი, თუ რამდენად დიდ ემოციებს იწვევს ის, რომ გამოდიხარ სიტყვით იმ კუთხეში, სადაც დაიბადე და გაიზარდე. იმ ადამიანების წინაშე, რომელიც შენი სისხლი, ხორცი და გენია. მე ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი. მინდა თქვენ, თქვენს კუთხეს ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ ისეთი ადამიანი, როგორიც გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი. ყოველგვარი პირფერობის გარეშე, თავისი ადამიანურობით, ადამიანი, რომელიც ორიენტირებულია სიკეთის კეთებით და იმ გუნდით, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, ჩვენი ლიდერის ხელმძღვანელობით, გიორგი კვირიკაშვილის სახით, ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებში, რეგიონებში, სოფლებში, მცხოვრებ ადამიანებს, იქნება მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდება ეტაპობრივად“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს კარგად ესმის, დარგების მიხედვით რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი.

 

 

„თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ და მოვახერხეთ. კი გვესმის, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა დარგის მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად თქვენი დახმარებით, სრულიად საქართველოს დახმარებით, ყველას ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია, მივიდეთ ყველა საარჩევნო უბანზე და მივიღოთ გადაწყვეტილება: თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გუნდს, ერთადერთ ძალას ქვეყანაში და ეს არის პარტია „ქართული ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, თითოეული ჩვენთაგანისთვის იყოს ბედნიერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი