კახა კალაძე: მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ
24-09-2016, 09:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გურჯაანში, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლიდერებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

 

 

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2012 წლის მსგავსად ერთიანი ძალისხმევით 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ”ქართული ოცნება” გამარჯვებას მოახერხებს.

 

 

„მიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს რომ ვხედავ. პირველ რიგში, მინდა თითოეულ თქვენთაგანს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის. მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წლიდან დავიწყეთ, თუმცა დამეთახმებით იმაში, რომ ბრძოლა დემოკრატიისთვის ბოლომდე არ არის მიყვანილი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი გადასალახი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთსულოვნებით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით, როგორც ეს 2012 წელს სრულიად საქართველომ გააკეთა, ასევე არჩევნების გზით, ცივილიზებული გზით, ჩვენ მოვახერხებთ 8 ოქტომბერს გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წელს, თქვენთან ერთად დავიწყეთ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება, როგორი მიდგომა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორი დამოკიდებული იყო თითოეული ჩვენთაგანის მიმართ.

 

 

ჩვენს ოჯახებზე, მეგობრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე როგორი შანტაჟი მიდიოდა ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ჩვენ ერთად დგომით ეს ყველაფერი ღირსეულად თავაწეულებმა გამოვიარეთ და არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით მივაღწიეთ გამარჯვებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

კახა კალაძემ მოსახლეობას არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნების” გამარჯვებით თითეული მოქალაქე კეთილდღეობას მიიღებს.

 

 

„ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, დარგების მიხედვით ბევრი გაკეთდა. ასევე კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითკმაყოფილნი ვართ იმ გაკეთებული საქმეებით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა. კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს და გარწმუნებთ იმაში, რომ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ერთადერთი ძალაა ქვეყანაში, ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ პრობლემების მოგვარების. ამიტომ, მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, გთხოვოთ ყველას რომ 8 ოქტომბერს დავირაზმოთ ყველანი და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, მივიღოთ გადაწყვეტილება, ვის ვანდობთ ხვალ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენთაგანი მიიღებს და გააკეთებს სწორ არჩევანს, ეს არის თავისუფლება რომელიც ჩვენ ბრძოლით მოვიპოვეთ და გაძლევთ პირობას, რომ ჩვენს ბრძოლით მონაპოვარს ვერავინ ვერ წაგვართმევს. პარტია „ქართული ოცნება“ იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენს ღირსებას, თავისუფლებას ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს. რაც მთავარია, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,სწრაფი განვითარება, რომ შესაძლებელი იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, შესაძლებელი იყოს სოციალურად დაუცველების შემცირება, შესაძლებელი იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა, თითოეულ ჩვენთაგანში უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა ერთმანეთის მიმართ და ეს ყველაფერი არის გარდაუვალი. საბოლოო ჯამში, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვებით თქვენთან ერთად კეთილდღეობას მიიღებას მიიღებს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. მე მინდა წარმატებები გისურვოთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც პარტია „ქართული ოცნების “ გამარჯვება ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი