პაატა ბურჭულაძე: ჩემი ყველაზე დიდი დამსახურებაა ის, რომ ადამიანებს იმედის ნაპერწკალი გავუჩინე და ამით ძალიან ვამაყობ
24-09-2016, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა. ქალაქის თეატრში შეკრებილებს ბურჭულაძემ პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო და ჯანდაცვისა და განათლების განვითარებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე ესაუბრა.

 


პაატა ბურჭულაძის თქმით, პარტიის პროგრამის მიხედვით პენსია 250 ლარი გახდება, ხოლო სოციალურად დაუცველებს სტატუსი ოთხი წლით გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.

 

 

პარტიის ლიდერმა ადგილობრივებს დეპუტატობის კანდიდატი კიდევ ერთხელ წარუდგინა და აღნიშნა, რომ კოტე კემულარიას გამარჯვებაში დარწმუნებულია.

 


,,ხალხი ელოდება ცვლილებებს, მობეზრდათ ეს უქნარა მთავრობა. ვხედავ,რომ ადგილობრივები მონდომებულები არაიან, რათა მათი ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ. ჩემი ყველაზე დიდი დამსახურებაა ის, რომ ამ ადამიანებს იმედის ნაპერწკალი გავუჩინე და ამით ძალიან ვამაყობ. მე რასაც ვპირდები მოქალაქეებს აუცილებლად ყველაფერს შევასრულებ. ამით სამეგრელოში შეხვედრები დავასრულეთ. რვა ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 2
#2   მერაბი
      
გაიხარეთ ბატონო პაატა , სულ წარმატებები
25 სექტემბერი 2016 07:36
#1   ბესო
      
მოხარული ვარ, რომ ფოთელებმა ბურჭულაძეს ძალიან გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. დავიღალეთ შუღლით, გაჭირვებითა და მთავრობის ტყუილებით. მჯერა, რომ ბატონი პაატა ქვეყანას ამ ჭაობიდან ამოიყვანს.
25 სექტემბერი 2016 07:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი