დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ვეღარ წავა
25-09-2016, 02:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაც უფრო მეტ მანდატს მიიღებს პარტია ქართული ოცნება, რაც უფრო მეტად ჩამოეკიდება პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე უშუალოდ "ქართულ ოცნებას", მით უფრო ვერ წავა ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრემ, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა "TV პირველის" ეთერში გააკეთა.

 

 

უსუფაშვილი "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სწორედ ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება გაუხსნას გზა მიხეილ სააკაშვილს.

 

 

 

"მე მჯერა 21012 წელს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის სისწორის. ეს არჩევანი იყო არა სააკაშვილს! და კი! მრავალპარტიულ ევროპულ დემოკრატიას. არა სააკაშვილს და მის გზას რჩება ძალაში, მაგრამ მრავალპარტიული ევროპული სახელმწიფოდან ივანიშვილმაც თუ გადაუხვია, მაშინ არც მასთან ვიქნები. მე ვარ თანამედროვე, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებელ ხალხთან.

 


სააკაშვილი აღარ იყო ამის მკეთებელი 2004 წლის იანვრიდან, ამიტომ მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა. 2012 წელს, ხალხმა გააკეთა სწორი არჩევანი. მე ის არჩევანი მჭირავს ისევ ხელში, ეს კოალიციური, სადამფუძნელბლო დელარაცია მიჭირავს ხელში, რომელსაც ხელს აწერდა, კახა შარტავა, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

 


აი იქ რაც წერია, მე მე იმის ერთგული ვარ და დავრჩები მუდამ ერთგული. მაგრამ, მე ვხედავ ახლა, რომ ივანიშვილი და ქართული ოცნება საკმაოდ ფართო ნაბიჯებით გადიან ამ კალაპოტიდან და მიდიან სხვა გზით.

 


ანუ, თუ მომავალ პარლამენტში ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” აღმოჩნდნენ ერთამანეთის პირისპირ და სხვა არავინ, ეს იქნება ძალიან დიდი ხიფათის დასაწყისი იქნება ქვეყნაში.

 


რადგან ამ ორ ძალას ერთმანეთთან ურთიერთობის არც რესურსი აქვს და არც სურვილი. მათ ერთამენთთან აქვთ მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის განწყობა. აი, ეს არის მთავარი, რაც ჩემი აზრით, მოსახლეობამ უნდა გაიგოს და შემდეგ გააკეთოს არჩევანი თითოეულმა მოქალაქემ.

 


არადა, ვშიშობ, რომ ”ოცნების” ბოლოდროინდელმა ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება ყველაზე მეტად გაუხსნას გზა სააკაშვილის ფანჯრის გახსნას. არა უშუალოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრიდან დაწყებული პროცესებიდან.

 


მე ვარ პარლამენტის თავმჯდომარე, ამიტომ რაც შემიძლია ხმამაღლა, მეტი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, საბურათლოს ამომრჩეველს, სადაც მე კენჭს ვიყრი, რომ ამ არჩევნებზე კარგად გავიზაროთ, რომ თუ ჩვენ ჩავკეტეთ პოლიტიკური პროცესი ორ ადამიანს, ივანიშვილ-სააკაშვილს შორის ბრძოლაში, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე გასულია ოფიციალური პოლიტიკური სივრცის მიღმა და ეს კიდევ უფრო ართულებს ამ ვითარებას, თუ პოლიტიკური პროცესი მათ შორის ურთიერთობის გარკვევაზე ჩაიკეტა, მაშინ ქვეყანა უკან წავა.

 


აუცილებელია, პოლიტიკური პროცესის გახსნა და მეტი მოქნილობა. ისიც ფაქტია, ამ პარლამენტში მხოლოდ პარტია ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა” რომ ყოფილიყო, საქართველო ოთხი წელი სტაბილურ ვითარებაში ნამდვილად ვერ იცხოვრებდა.

 


ახლა ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა იმ რეალობაში, როდესაც ის ვეღარ წავა პოლიტიკიდან; რაც უფრო მეტ მანდატს მიიღებს პარტია ქართული ოცნება, რაც უფრო მეტად ჩამოეკიდება პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე უშუალოდ "ქართულ ოცნებას", მით უფრო ვერ წავა ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან;

 


რაც უფრო სუსტი იქნება "ქართული ოცნება", რაც უფრო ასეთი ერთმანეთთან შეუთავსებელი ჯგუფებისგან და ადამიანებისგან იქნება დაკომპლექტებული, მით უფრო ვერ წავა ივანიშვილი პოლიტიკიდან, იმიტომ რომ ეს ხალხი რაღაცამ უნდა დაიჭიროს;

 


გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ნამდვილად არის ამ წუთის მდგომარეობით უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურა ამ ქვეყნისთვის, დღესაც და ხვალაც, მაგრამ ის ვერ არის ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ვერ წავა.

 


ასე რომ, მე სად, რა პოზიციაზე ვიქნები ხვალ, ამაში კი არაა საქმე. 2012 წელს მე გავიმარჯვე საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, მაგრამ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება. დღეს მე შეიძლება დავმარცხდე, და შესაძლოა ივანიშვილის ფაქტორი იყოს გადამწყვეტი უკვე დამარცხებაში. ანუ ივანიშვილის მოტანილი, შიძლება ისევ ივანიშვილმა წაიღოს...

 


ეს ცალკე ამბავია. მე ფაქტია ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვო, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი ამბავი ისაა რომ ხვალინდელ პარლამენტს როგორს მივიღებთ ჩვენ და ამომრჩეველი არ უნდა აკეთებდეს არჩევანს მხოლოდ ორ პოლუსს, მხოლოდ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის.

 


150 კაცია პარლამენტში და 150 არ უნდა დავიყვანოთ ერთამდე და არც ორამდე. ეს იქნება სახიფათო ამბავი ამ ქვეყნისთვის. ამიტომაც გამოვაქვეყნე ის წერილიც...

 


რადგან მე ცხოვრება, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა მკარნახობს, მაიძულებს და მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მოსახლეობას, ამომრჩეველს, დაინტერესებულ ადამიანებს, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, ინფორმირებული და ანალიზიდან გამომდინარე არჩევნის გასაკეთებლად. ამისთვის მივდივარ მე ჩემთვის ძალიან არასასიამოვნო, ადამიანურად ძალიან მტკივნეულ ნაბიჯებზე.

 


ბიძინა ივანიშვილთან იმ ტიპის პაექრობა, რომელიც მიწევს, მე არანაირად არ მხიბლავს და არც რაიმე ადრენალინს მმატებს, პირიქით, მაგრამ ეს ის ვითარებაა, როდესაც 8 ოქტომბერს ამომრჩეველი, რომელიც ვიღაცას შემოხაზავს, ვალდებული ვარ, თუკი რამე შემიძლია, მე მას ვუთხრა.

 


მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვაქვს არც აქვს მედიასაშუალებები, არ გვყავს სპეცსამსახურები, არ გვაქვს ჭორის გამავრცელებელი სააგენტოები. ”რესპუბლიკელებს” არც ერთი დაქირავებული კოორდინატორიც კი არ ჰყავთ.

 


ასე რომ, ერთადერთი რაც შემიძლია, მივიდე და პირდაპირ ეთრებში ვისაუბრო იმ თემებზე, რომელიც ქვეყანას ეხება, ამას ვაკეთებდი და გავაკეთებ. თუმცა " ატომური ბომბების აფეთქებას" ნამდვილად არ ვაპირებ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი