მარტვილის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო. როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ჩატარდა გეოლოგიური სამუშაოები, რომლებიც ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს. გეოლოგიური კვლევა ჩაუტარდა ,,ხიფა“, ,,ცხიმარასა“, ,,ნობულევის“, ,,ლეჩეხასა“ და ,,ერჯიას“ ჰესებს.
სამუშაოების მიმდინარეობა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის მოადგილესთან დავით სილაგავასთან ერთად დაათვალიერა.
,,ეს პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ პროექტის განხორციელებით სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი მოსახლეობა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მისი საბალანსო ღირებულების 1% (ქონების გადასახადი, მ.შ მიწის) აღირიცხება მარტვილის ადგილობრივ ბიუჯეტის შემოსავლებში. პროექტი ოთხ წლიანია და მისი საინვესტიციო სავარაუდო ღირებულება 220,0 მილ. აშშ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნა ალექსანდრე გრიგალავამ.
პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, მშენებლობაზე 700 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სხვადასხვა ეტაპზე ჯამურად დასაქმდება 2600 ადამიანი, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ საერთო ჯამში 200-მდე ადამიანი დასაქმდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.