რეგიონებში საფეხბურთო სტადიონების რეაბილიტაცია იწყება
28-09-2016, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, რეგიონებში ძველი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაციის პროცესი იწყება.

 

 

მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ცაგერის, ამბროლაურის, ონის, ქუთაისის, მარტვილისა და ტყიბულის სტადიონები დაათვალიერეს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტადიონებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მათი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი გეგმები დასახეს.

 

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მოედნები უეფა-ს სტანდარტების მიხედვით მოეწყობა, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, რეაბილიტირებულ სტადიონებზე საქართველოს უმაღლესი ლიგის მატჩების გარდა, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო კატეგორიის შეხვედრებსაც უმასპინძლოს.

 

 

რეაბილიტირებული სტადიონების გარდა, 2017 წლის ივნისისთვის დასრულდება 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის მშენებლობა.

 

 

სპორტული მოედნები სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოეწყობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი