თბილისის მერია ირაკლი შიხიაშვილს პასუხობს
31-01-2014, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება, თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა თუ მერის მოადგილეების გადადგომასთან დაკავშირებით, ამტკიცებს ირაკლი შიხაშვილისა და საკრებულოს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურად მოტივირებულ, გაუმართლებელ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანასა და საბოლოოდ თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

"თბილისის მერია მიესალმება საკრებულოს თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ქმედებები დაიწყოს. თუმცა სამწუხაროა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გაიაზრა ის პრობლემები, რაც თბილისელებს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით შეექმნებათ.

 

თბილისის მთავრობა ერთი თვის განმავლობაში მიმართავდა საკრებულოს წევრებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინათ აღნიშნული საკითხის მიმართ, რათა დედაქალაქი მთავარი ფინანსური დოკუმენტის გარეშე არ დარჩენილიყო.

 

ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ საკრებულოს თავმჯდომარის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ხანგრძლივი მივლინების დროს მონაწილეობა მივიღოთ კომისიებისა და ფრაქციების მუშაობაში, შევხვდეთ საკრებულოს წევრებსა თუ საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს და ნებისმიერი მათი გონივრული წინადადება გავიზიაროთ.

 

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას, თბილისის საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლებისა თუ მერის მოადგილეების გადადგომასთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერის მიერ დანიშნული საჯარო მოხელეები არიან, მსგავსი მოთხოვნა კვლავ ამტკიცებს ირაკლი შიხაშვილისა და საკრებულოს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურად მოტივირებულ, გაუმართლებელ ახირებას, რაც საბიუჯეტო პროცესის ჩიხში შეყვანასა და საბოლოოდ თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას ემსახურება.

 

ამასთან, მოვუწოდებთ საკრებულოს თავმჯდომარესა და მათ უმრავლესობას, თუ მათ რეალურად სურთ თბილისის ბიუჯეტის დამტკიცება და არ აგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნები წერილობითი ფორმით მოგვაწოდონ, რათა კვლავ არ მოხდეს ბიუჯტის დამტკიცების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება",-ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.


საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა თბილისის მთავრობის გადადგომის ინიციატივა ცოტა ხნის წინათ გააჟღერა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი