მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან იერუსალიმში, რათა პატივი მიაგონ შიმონ პერესს, ისრაელის ერთ–ერთ დამფუძნებელ მამას
29-09-2016, 23:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან ისრაელში, რათა პატივი მიაგონ შიმონ პერესს, ისრაელის ერთ–ერთ დამფუძნებელ მამას, რომელიც ოთხშაბათს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერესის სახელმწიფო პატივით დაკრძალვის ცერემონია პარასკევს, მოგვიანებით, იერუსალიმში გაიმართება.

 

 

სტუმრებს შორის იქნება პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი, რომელიც 2010 წლის შემდეგ პირველად ჩავა ისრაელში. ისრაელის ახალი ამბების ვებგვერდის, Haaretz –ის ინფორმაციით, აბასის ვიზიტი მისი თხოვნის საფუძველზე შედგება.

 

 

 

 

პერესის დასაფლავების ცერემონიას დაესწრებიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერები.

 

 

ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში ოთხშაბათს, გამთენიისას გარდაიცვალა.

 


ინსულტის დიაგნოზით იგი თელ-ავივის ახლომდებარედ, საავადმყოფოში 17 დღის წინათ გადაიყვანეს. 93 წლის პერესი ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა მას გონება არ ჰქონდა დაკარგული და საავადმყოფოში მიყვანისას სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

 

პერესი, რომელიც 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, ახალგაზრდა ქვეყნის პოლიტიკოსთა შორის ბოლო თაობის ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი, ორჯერ იყო ისრაელის პრემიერ მინისტრი და ერთხელ პრეზიდენტი.

 

 

პერესმა 1994 წელს, პალესტინელებთან 1993 წელს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილისათვის ნობელის პრემია მიიღო.

 

 

მან ერთხელ თქვა, რომ პალესტინელები იყვნენ ისრაელის "უახლოესი მეზობლები" და შეიძლება, რომ "უახლოესი მეგობრები" გამხდარიყვნენ.

 

 

შიმონ პერესი ხელს აწერს ოსლოს სამშვიდობო შეთანხმებას ვაშინგტონში, თეთრ სახლში – მის უკან დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ) რაბინი, ბილ კლინტონი და იასირ არაფატი.

 


1948 წელს ისრაელის დაარსებიდან მოყოლებული, ვეტერან პოლიტიკოსს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოსტი ჰქონდა დაკავებული და იგი იყო ისრაელის საიდუმლო ბირთვული პროგრამის არქიტექტორი.

 


იგი ორჯერ იყო პრემიერ მინისტრი, ხოლო 2007 წლიდან 2014 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი.

 

 

მისი ასაკის მიუხედავად, იგი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ინარჩუნებდა, ძირითადად კი პალესტინასა და ისრაელს შორის ახლო ურთიერთობების დამყარების მიზნით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის "პერსესის ცენტრი მშვიდობისთვის", მეშვეობით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი