რომის პაპი დღეს საქართველოს ეწვევა
30-09-2016, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რომის პაპი ფრანცისკე პირველი დღეს, 30 სექტემბერს საქართველოს ეწვევა.

 

 

ვატიკანმა, რომის პაპის საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რომის პაპი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, რომიდან იტალიის დროით, დილის 09:00 საათზე გამოემგზავრება და შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათზე იქნება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.       

 

 

ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი შეხვდება: საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ასირიულ-ქალდეური კათოლიკური თემის წარმომადგენლებს.  

     

 

შაბათს, 1-ელ ოქტომბერს რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას აღავლენს, რის შემდეგაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მღვდლებს და სხვა სასულიერო პირებს შეხვდება. აღნიშნულის შემდეგ რომის პაპი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვევა.    

    

 

2 ოქტომბერს, კვირას დილით რომის პაპი ფრანცისკე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაცილების ცერემონიის შემდეგ ბაქოში ჩავა, სადაც „Salesian-ის ცენტრში“ მესას აღავლენს. ბაქოში ვიზიტის დროს, ის შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. რომის პაპი ბაქოს 2 ოქტომბერსვე დატოვებს.

 

 

საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პაპი საქართველოში, პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის. საქართველოს საპატრიარქო ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებებს.

 

 

„როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით, ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I, თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ. შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში. ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი