ბაღდათის მოსახლეობის ნაწილი გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის გადადგომას მოითხოვს
27-02-2015, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბაღდათის მუნციპალიტეტის გამგეობასთან დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და გამგებლის, ირაკლი გეგეშიძის, გადადგომა მოითხოვა.

 

 

ადგილობრივები გამგებელს ნეპოტიზმში, თანამშრომელთა პარტიული ნიშნით გათავისუფლებაში, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებასა და იმ მოქალაქეების იგნორირებაში ადანაშაულებენ, რომელთაც ტესტირება წარმატებით გაიარეს.

 

 

აქციის დასრულების შემდეგ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და აქციის მონაწილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და მოქმედ გამგებელს პირადად გააცნეს აქციაზე შეკრებილთა პრეტენზიები. დარბაზში შეხვედრისას ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. გამგებლის მისამართით გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკაც.

 

 

„ნატამალი ნამუსი არა გაქვს“, „გარეწარი ხარ“, "შენ მხოლოდ ფულის საკეთებლად ხარ მოსული", „შენ კაცურ-კაცობით არ გიცხოვრია ამ ქვეყანაზე, მოსული ხარ ბაღდათის რაიონის დასაქცევად“, ამ ფრაზებით მიმართავდნენ ბაღდათის გამგებელს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი კი აცხადებს, რომ თანამშრომელთა სამსახურებიდან გათავისუფლება და რეორგანიზაცია კანონიერად მოხდა.

 

 

„ჩემთვის არავის მოუმართავს, არაფერი არ უთხოვიათ, ვინ არიან კონკრეტულად, ვის აქვს კონკრეტული გვარი, სახელები, ნეპოტიზმის მაგალითები, მითხრან და მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე და მოვისმინო მათი აზრი“, განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი გეგეშიძემ.

 


არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის“ წევრის, თორნიკე გიკაშვილის თქმით, გამგებელმა გეგეშიძემ ერთი „ბრძანებით“ სამსახურიდან 45 ადამიანი გაათავისუფლა, ხოლო არაერთი თანამშრომელი მოტყუების გზით გაუშვა.

 

 

საინიციატოვი ჯგუფის წარმომადგენლის, გურამ გორგოძის თქმით, გამგებელი ვერ ახორციელებს იმ კურსს, რა კურსიც აქვს „ქართულ ოცნებას“ და კოალიციას, რის გამოც ადგილობრივები აღშფოთებულები არიან. „უამრავი ხარვეზია. იკვეთება დანაშაულებრივი საკითხები მათ მმართველობაში,“ აცხადებს გორგოძე.

 

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიატორის" წევრები ამბობენ, რომ გეგეშიძე არაერთხელ ამხილეს ისეთ ფაქტებში, როგორიცაა ნეპოტიზმი და თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრებსა და გამგებელს შორის მწვავე საუბარი შედგა, რომლის ამსახველი ვიდეო მასალაც "მედიატორმა" გაავრცელა.

 

 

,,ვინაიდან მან უკანონოდ გაათავისუფლა ერთ-ერთი თანამშრომელი დავით შოთაძე, რომელიც თავდაპირველად სხვა პოზიციაზე გადაიყვანა, შემდეგ ეს შტატი საერთოდ გააუქმა და სამსახურიდან გაათავისუფლა. მომხდარს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ დავით შოთაძეს დაეწვა სახლი და გამგებელმა მას ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდაზე გასვლა ,,არ ურჩია” მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო და დაჰპირდა, რომ სამსახურში დატოვებდა. მას შემდეგ, რაც შოთაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა. ეს არის ადამიანის შეცდომაში შეყვანა. ამჟამად დავით შოთაძე მძიმე სოციალურ პირობებშია. მოვითხოვთ გადადგეს ბაღდათის რაიონის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე! აქვე დავამატებ, გამგებელმა ჩვენთან საუბრისას აღიარა, რომ შოთაძის გათავისუფლების საფუძველი მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილებაა.”- აცხადებს ,,მედიატორის” წარმომადგენელი თორნიკე ბიკაშვილი.

 

 

„შე უღირსო ადამიანო, შე არაკაცო, ასეთი მდგომარეობა ბაღდათს არცერთი გამგებლის პერიოდში არ ახსოვს“ - ასე მიმართა აღშფოთებულმა ქალბატონმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ირაკლი გეგეშიძეს არასამთავრობო ორგანიზაციის „მედიატორის“ მიერ მოწყობილ აქციაზე.


ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ თუ გამგებელი არ დატოვებს თანამდებობას, აქციები პერმამენტულ ხასიათს მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში ისინი უკიდურეს ზომასაც მიმართავენ, რაც ირაკლი გეგეშიძისთვის სამუშაო კაბინეტის კარების აჭედვაში გამოიხატება.

 

 

 

კომენტარები: 2
#2   xachatur markaryan
      
როდის მიხვდება მთავრობა რომ მარტო ბაღდადში არა, ნინოწმინდაშიც ასეთი სიტუაცია - რაც კრიმინალები და გაუნათლებლები არის რაიონში ამ ვითომდა კონკურსის შემდეგ დანიშნეს თანამდებობებზე - რომლებმაც არც კი მიიღეს მონაწილეობა კონკურსში - ხვალიდანვე გათავისუფლებულ იქნას ნინოწმინდის გამგებელიც - პირადი თხოვნა არის პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისადმი - უკვე ამოუვიდათ ყელში მოსახლეობას ამათი უსამართლობით - თავისთვის ხომ საერთოდ არ არის კრიზისი - ისევ პრემიები არის, ისევ ტონობით საწვავს ხარჯავენ - და სულ უაზროდ
10 მარტი 2015 05:51
#1   levani
      
სამწუხაროდ ბაღდათში დამკვიდრებული ტრადიცია, გამგებლების წინააღმდეგ, გადადგომის მოთხოვნით "წარმატებულად" გრძელდება
საღოლ ბაღდათლებო...
რით ვეღარ დაწყნარდით, რით ვეღარ მოვიდა თქვენი მოსაწონი მთავრობა...
საინტერესოა ნაცების დროს რატომ იყავიტ ჩასვრილები?!
2 მარტი 2015 03:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი