ბიძინა ივანიშვილი: პარტიული სიით, „ქართული ოცნება“ 48%-დან 54%-მდე მხარდაჭერას მიიღებს, მაჟორიტარულ არჩევნებში კი მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს
03-10-2016, 04:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვფიქრობ, რომ პარტიულ არჩევნებში, პარტიული სია სადაცაა, მინიმუმ 48%-დან მაქსიმუმ 54%-მდე დიაპაზონში „ქართული ოცნება“ მიიღებს მხარდაჭერას. მაჟორიტარულ არჩევნებში კი მინიმუმ 60, მაქსიმუმ 70 მაჟორიტარი უნდა გაიყვანოს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ბაზალეთზე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

 

 

რაც შეეხება კითხვას მრავალპარტიული იქნება თუ არა პარლამენტი, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, რადგან მისი თქმით, პარლამენტში 5-6 პარტია შევა.     

 

 

„იმედის“ ბოლო კვლევების მიხედვით, გამოიკვეთა რამდენიმე პარტია. 3-4%-თან იყო ძალიან ბევრი პარტია. ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა „თავისუფალ დემოკრატებს“. ბოლო ორ კვირას რაც მოხდა გარდაქმნები და პირველ რიგში აგონიაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან გამოააშკარავა საკუთარი სახე და გაჩნდა შანსი, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მეორე ადგილზე გავიდნენ. ასეთი სცენარით „ნაციონალური მოძრაობა“, ალბათ, გავა 5 კაცით, მიიღებს თავის მინიმუმს, არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდაც ვერ შევიდეს. ვნახოთ დარჩენილ 3 დღეში ახალი სისულელეები აჩვენონ. არ გამოვრიცხოთ, რომ პარლამენტს გარეთ დარჩნენ“,-განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში 5 კაცით მაინც იყოს წარმოდგენილი, რომ  ხალხს არ დაავიწყდეს ვინ არიან და რას წარმოადგენენ.   

 

 

„მრავალპარტიული უნდა იყოს პარლამენტი, ამის მომხრე ვიყავი მუდამ. იმ 100 კაცს, როდესაც ვამბობ საშუალოდ „ქართული ოცნებიდან“, რასაც ვიმეორებ დღესაც მინიმუმ 90 მაქსიმუმ 110-ზეც შეიძლება ავიდეს და კიდეც გადაცდეს. ასეთ შედეგსაც არ გამოვრიცხავ. ეს არ ქმნის საფრთხეს. რჩება იქ ადგილი. დომინანტი პარტია დღეს არის „ქართული ოცნება“ და მე შემთხვევით არ ვუჭერ მხარს. არ მოუწევს „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ოპონირება იქნება გარედანაც, იქნება პარლამენტშიც“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   თამარი
      
ვეთანხმები რომ "ქართული ოცნება" უმრავლესობით მოვა მმართველობაში. მარა "თავისუფალი დემოკრატები" არანაირად არ არის მეორე ძალა ქვეყანაში. პირიქით ალასანია უარყოფით პოლიტიკურ ფიქურად მოიაზრება საზოგადოებაში. ასეთი მერყევი და არასანდო ადამიანი, როგორ შეიძლება მოწონდეს საზოგადოებას. ასეთი განცხადება კი საზოგადოების გაღიზიანებას და უნდობლობას თესავს პოლიტიკური პროცესების მიმართ. ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალა,ჩემი აზრით, არის "პატრიოტთა ალიანსი".ძალიან ცუდია როდესაც ბატონი ბიძინა ერთ-ერთ ყველაზე ეროვნულ ძალას ასეთ იგნორირებას უკეთებს.
4 ოქტომბერი 2016 10:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი