თბილისში კოსტავას 14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში სასტუმრო InterContinental Tbilisi განთავსდება
28-02-2015, 04:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას 14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში სასტუმრო InterContinental Tbilisi განთავსდება. სასტუმროს გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება. დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო InterContinental Tbilisi-ს მშენებლობისთვის სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას დაესწრო.

 

 

24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ბანკმა, Adjara group Hospitality-მ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) .

 


თბილისის მერმა პროექტს წარმატება უსურვა და ქალაქის მთავრობის მხრიდან მხრიდან თანადგომა აღუთქვა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ბიზნესის მხრიდან სწორად გაკეთებული აქცენტია. "იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი წელს და მომავალ წლებში ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებებს და ძალიან ბევრ სტუმარს უმასპინძლებს, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება აქტუალურია, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში" - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის განხორციელება კარგია ეკონომიკური განვითარების და თანამოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები დასაქმდებიან როგორც მშენებლობის, ისე სასტუმრს ექსპლუატაციის პროცესში, ბიუჯეტში კი გადასახადები შევა.

 


სასტუმრო InterContinental Tbilisi დედაქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას 14-ში, ყოფილი გამომცემლობის შენობაში განთავსდება. სასტუმროს გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.

 


როგორც ხელმოწერის ცერემონიაზე ითქვა, პროექტის საერთო ღირებულება 53 მლნ აშშ დოლარია. მიმდინარე ეტაპზე მშენებლობაზე დასაქმებულია 150 ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ, სასტუმროში 350 თანამშრომელი დასაქმდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი