დავით ნარმანია დედაქალაქის მასობრივ გამწვანებას იწყებს
28-02-2015, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი დენდროლოგიურ პარკში, საგაზაფხულო რგვების წინ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.

 


თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საგაზაფხულო რგვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ამოღებულია ორმოები, შემოღობილია ტერიტორია. "მარტიდან დაიწყება მასობრივი გამწვანება არა მხოლოდ დენდროლოგიური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ დიდ დიღომშიც. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით, ხეები დაირგვება საჯარო სკოლების ეზოებშიც", განაცხადა თბილისის მერმა.

 


დენდროლოგიურ პაკში ამ დროისთვის უკვე შემოღობილია დაახლოებით 23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამოღებულია 50 ათასამდე ორმო და ტერიტორია მომზადებულია საგაზაფხულო რგვებისთვის. ორმოების ამოღება, ტერიტორიის შემოღობვა და შემდგომში დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა სოფლის მეურნეობის შპს „მექანიზატორთან“ და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად ხორციელდება.

 


თბილისის დენდროლოგიური პარკი 1956 წელს დაარსდა.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი