ფუნტი სტერლინგი, სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე უეცარი ჩამოსვლის შემდეგ, გარკვეული აღმასვლის გზას დაადგა
07-10-2016, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზიაში პარასკევს გამართული ვაჭრობისას დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი, სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოსვლის შემდეგ, გარკვეული აღმასვლის გზას დაადგა. როგორც "როიტერსი" წერს, მის გაუფასურებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან "მძიმე" გასვლის შიშები განაპირობებს.

 


ერთხანს ფუნტი მკვეთრად და მოულოდნელად, 9%–ით დაეცა და დოლართან მიმართებაში მისმა გაცვლითმა კურსმა 1.1491 შეადგინა, მაგრამ მალევე შეძლო პოზიციების დაბრუნება და ადრე შუადღეზე მისი ფასი 1.2455 აშშ დოლარი გახდა.

 


"ეს იყო იმაზე მეტი დაღმასვლა, რაც ჩვენ "Brexit" –ის კენჭისყრის მერე ვნახეთ, თითქმის არ იყო შეთავაზებები, არც განაცხადები, როცა ეს მოხდა", – თქვა ტოკიოში "ევროპული ბანკის" მოვაჭრემ.

 


ფუნტი ხელმეორე ზეწოლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ, კვირას, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან ფორმალურად გასვლის პროცესის დაწყების ბოლო ვადად მარტი დაასახელა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი