„Samsung“ - მა „Galaxy Note 7“ -ის მფლობელებს, ცეცხლის გაჩენის გამო, დაჟინებით მოუწოდა გამორთონ „სმარტფონები“, სანამ ის გამოიძიებს ფაქტებს
10-10-2016, 23:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„Samsung“ - ი დაჟინებით მოუწოდებს „Galaxy Note 7“ -ის მფლობელებს გამორთონ „სმარტფონები“ სანამ ის გამოიძიებს ახალ გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ მოწყობილობას ცეცხლი ეკიდება. ამის შესახებ BBC წერს.

 


„Samsung“ - მა სექტემბერში, მას შემდეგ რაც ბატარეების აფეთქების შესახებ კომპანიაში საჩივრები შევიდა, 2.5 მილიონი ტელეფონი ამოიღო გაყიდვებიდან და მოგვიანებით დაამშვიდა მომხმარებლები, რომ ყველა შეცვლილი მოწყობილობა იყო უსაფრთხო.

 


მაგრამ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ ტელეფონებსაც უჩნდება ცეცხლი, რომელიც შეკეთდა.

 


კენტუკიში მცხოვრები მამაკაცი ყვება, რომ რამდენიმე დღის შემდეგ რაც შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი შიდა ავიარეისის შესრულებამდე ევაკუაცია გამოცხადდა, მას მერე რაც ახალმა ტელეფონმა კვამლის გამოშვება დაიწყო, მან კვამლით სავსე საძინებელ ოთახში გაიღვიძა და ამის მიზეზი შეცვლილი „Galaxy Note 7“იყო.

 

 

„რადგანაც მომხმარებლების უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, ‘სამსუნგი’ თხოვს ყველა გადამზიდავ და საცალო ვაჭრობის პარტნიორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეაჩერონ ‘Galaxy Note 7’ -ის გაყიდვები, სანამ გამოძიება დაიწყება“ - განაცხადა კომპანიამ და დაამატა:

 


„მომხმარებლებმა, რომელთაც ორიგინალური ან შეცვლილი „Galaxy Note 7“ - გააჩნიათ მფლობელობაში, მოწყობილობა უნდა გამორთონ და შეაჩერონ მისი მომხმარება“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი