ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა მთავარ "რესპუბლიკელებს", ოფიციალურად თქვან უარი დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე
12-10-2016, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა მთავარ რესპუბლიკელებს ოფიციალურად თქვან უარი მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე.

 


დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერ შეკრებაზე ობამამ თქვა, რომ აზრი არ აქვს ტრამპის სადავო ჩანაწერის დაგმობას მაშინ, როცა მას ჯერ კიდევ უჭერ მხარს თეთრი სახლისათვის ბრძოლაში.

 


ტრამპის შესახებ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც ის თავს იქებს და იკვეხნის ქალებთან ხელების სექსუალური ფათურით, ბევრმა რესპუბლიკელმა მისგან თავი შორს დაიჭირა.

 


ტრამპმა მათ ბრალი დასდო ღალატში.

 

 

მან კონგრესის სპიკერს, პოლ რაიანს, რომელმაც ტრამპისგან დისტანცირება მოახდინა, „სუსტი და არაეფექტური“ ლიდერი უწოდა.

 


ჩრდილო კაროლინაში, სამშაბათ საღამოს, დემოკრატების საარჩევნო კამპანიისთვის მიმართვისას, ობამამ იკითხა, როგორ შეიძლება „რესპუბლიკური პარტიის“ წამყვან ფიგურებს კიდევ სურდეთ ის, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდეს.

 


„ფაქტი ახლა არის ამგვარი, რომ ვხედავთ ხალხს, რომელიც ამბობს: „ჩვენ არანაიარად არ ვეთანხმებით, ჩვენ ნამდვილად ვგმობთ... მაგრამ ჩვენ ისევ მხარს ვუჭერთ მას’, ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ იგი შეიძლება იყოს პრეზიდენტი, ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, – უთხრა მან შეკრებილებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი