ზაარბრიუკენი-თბილისი-ნანტის სამმხრივი დაძმობილების აღსანიშნავად, ერთობლივი გამოფენა „ფოტომარათონი 2016“ გაიმართა
15-10-2016, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში ვიზიტად მყოფი დაძმობილებული ქალაქების დელეგაციები "თბილისობა2016"-ის ღონისძიებებს ესწრებიან.

 


თბილისის მერი დავით ნარმანია ზაარბრიუკენისა და თბილისის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციას ზაარბრიუკენის მერთან, შარლოტე ბრიცთან ერთად დაესწრო.

 

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, პრეზენტაციის პარალელურად ზაარბრიუკენი-თბილისი-ნანტის სამმხრივი დაძმობილების აღსანიშნავად ერთობლივი გამოფენა „ფოტომარათონი 2016“ გაიმართა.

 


მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საფრანგეთისა და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, წიგნის ავტორი ალექსანდრე კარტოზია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, გოეთესა და ფრანგული ინსტიტუტების თანამშრომლები.

 


დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თბილისში ვიზიტით მყოფ დელეგაციებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„თბილისობის დღესასწაულზე სტუმრად გვყავს ზაარბრიუკენის მერი. ზაარბრიუკენთან, როგორც დაძმობილებულ ქალაქთან, ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ მეგობრობის აღსანიშნავად გამოიცა წიგნი, რომლის პრეზენტაციაზეც დღეს ვიმყოფებით. სახელმძღვანელო მოიცავს ქალაქებს შორის 40-წლიანი თანამშრომლობის ისტორიას, პროგრამებსა და პროექტებს, რომელიც თბილისმა და ზაარბრიუკენმა ერთობლივად განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებულად გაგრძელდება და კიდევ არაერთი ურთიერთსასარგებლო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“- განაცხადა თბილისის მერმა.

 


ღონისძიებაზე წარმოდგენილი წიგნი „ზაარბრიუკენი-თბილისი 40„ თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების ისტორიას ეძღვნება. გასულ წელს ორი ქალაქის დაძმობილებიდან 40 წელი შესრულდა. ქალაქების დამეგობრების იუბილესადმი მიძღვნილი წიგნი ალექსანდრე კარტოზიას ავტორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი