ბერლინში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან სირიის საკითხი განიხილეს
20-10-2016, 03:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის დედაქალაქში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შემდეგ მოლპარაკებები გაიმართა. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან სირიის საკითხი განიხილეს.

 

 

"ის, რაც ალეპოში ხდება, სამხედრო დანაშაულია. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა რეჟიმისა და მისი მოკავშირეების ძალების მიერ დაბომბვის შეწყვეტა", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

 

 

ბერლინში გამართულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ფრანსუა ოლანდმა არ გამორიცხა რუსეთისთვის სამხედრო დანაშაულებში ბრალის წაყენების შესაძლებლობა. მანამდე ასეთი შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა.

 

 

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

 


როგორც მერკელმა ოლანდთან და პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სირიაში რუსეთის ქმედებების გამო, ევროკავშირმა შესაძლოა, კვლავ მიმართოს სანქციების პოლიტიკას.

 

 

მერკელის შეფასებით, სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვა, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, „არაადამიანურია“.

 

 

19 ოქტომბერს ჟენევაში სირიის საკითხზე კონსულტაციები დაიწყო, რომელშიც რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი