დონალდ ტრამპი: „მინდა პირობა მოგცეთ თითოეულ ამერიკელს, რომ სრულად ვაღიარებ შედეგებს ამ დიდი და ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნებისა, თუკი მე გავიმარჯვებ"
21-10-2016, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხუთშაბათს, ოჰაიოში საუბრისას შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თქვა: „მინდა შეგპირდეთ და პირობა მოგცეთ ყველა ჩემს ამომრჩეველსა და მხარდამჭერს და შეერთებული შტატების თითოეულ ადამიანს, რომ სრულად მივიღებ შედეგებს ამ დიდი და ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნების, თუკი მე გავიმარჯვებ“.

 

 

ამავე სიტყვაში მან აღნიშნა, რომ იგი მიიღებს გამჭვირვალე არჩევნების შედეგებს, მაგრამ დაიტოვა უფლება, იმოქმედოს კანონიერი გზით, თუ საეჭვო მდგომარეობა იქნება.



ტრამპის აღნიშნული სიტყვის წარმოთქმიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ ხალხის გონებაში შეერთებული შტატების არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ ეჭვის ჭიების გაჩენის მცდელობა, ქვეყნის მტრების გაძლიერებას ემსახურება.



„თქვენ ჩვენი მტრების სამუშაოს ასრულებთ, რადგან ჩვენი დემოკრატია დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომელთაც იციან, რომ მათ ხმას მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ობამამ.



ტრამპის განცხადება, რომ შესაძლოა მან არ აღიაროს არჩევნები, მისსავე პარტიაშიც ბევრმა მკაცრად გააკრიტიკა.



რამდენიმე დღეა ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გაყალბდება და ამაში გამოყენებული იქნება მიკერძოებული მედია და ამომრჩევლის ხმის მოპარვა.

 

 

ოთხშაბათს, საბოლოო, მე-3 საპრეზიდენტო დებატებისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა უარი თქვას შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, თუკი ის წააგებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი