2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წელთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი
21-10-2016, 04:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ 2 181 684 მგზავრია გადაყვანილი.

 

 

მისი თქმით, 2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წელთან შედარებით 23%-ით, 2012 წელთან კი 103%-ით არის გაზრდილი.

 

 

ამის შესახებ მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

აეროპორტების მგზავრთა ნაკადის შესახებ დეტალური სტატისტიკა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ წარადგინა.

 

 

„აეროპორტების ბაზრის წილი შეადგენს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 79,1%, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 12,4%, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 8,4%, მესტიის აეროპორტი - 0,14%. 2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ხოლო, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 103%-ით არის გაზრდილი.

 

 

საქართველოს აეროპორტებში ამჟამად 33 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ავიარეისებს 20 ქვეყნის 46 მიმართულებით ასრულებენ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 31 ავიაკომპანია. რეისები სრულდება 36 მიმართულებით. 2016 წელს დაემატა 5 ახალი ავიაკომპანია, კერძოდ Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline, Zagros Airlines და 4 ახალი მიმართულება - ისპაჰანი, დამამი, პეკინი, ბაჰრეინი. ოქტომბერსა და ნოემბერში სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას - Turkmenistan Airlines - აშხაბადის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით; როსტოვის მიმართულებით Pobeda, რომელიც რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ავიაკომპანია Dart-ი, რომელიც კიევის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს.

 

 

შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 16 ავიაკომპანია ოპერირებს და რეისები 15 მიმართულებით სრულდება. 2016 წელს დაემატა 6 ახალი ავიაკომპანია, კერძოდ EL AL, Scat Airlines, Airarabia, Ata, Taban Airline, Bravo Airways და 4 ახალი მიმართულება -აქტაუს, შარჟას, სანკტ. პეტერბურგისა, თეირანის მიმართულებით. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი 4 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც რეისებს 15 მიმართულებით ახორციელებენ. ავიაკომპანია WizzAir-ის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული თვითმფრინავი ავიარეისებს ასრულებს 7 ახალი მიმართულებით, ესენია: ბერლინი, მიუნხენი (მემმინგენი), დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა, სოფია.

 

 

2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მესტიის მიმართულებით 3 105 მგზავრია გადაყვანილი. მესტიის მიმართულებით შესრულდა 129 ავიარეისი. აქედან მგზავრთა 44% იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე; რაც შეეხება რეისებს ნატახტარიდან - მესტიის მიმართულებით კვირაში 6 ჯერ სრულდება რეისები, ქუთაისიდან კი კვირაში 2 სიხშირით”, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი