გარემოს დაცვის სამინისტროში „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის“ შეხვედრა გაიმართა
21-10-2016, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის“ შეხვედრა გაიმართა.

 


გარემოს დაცვის ასმინისტროს ცნობით, კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, ვინაიდან სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაცვა მავნე ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.

 


"უწყებათშორისი კომისიის მიზანია „ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის შექმნა, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს-ები) გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების თანამედროვე ეფექტური სისტემის დანერგვა და ამოქმედება, ავტოპარკის გაახალგაზრდავების და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ხელშეწყობა, საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მოდერნიზაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ნაკადების მართვის გაუმჯობესება, მშენებლობის სექტორის რეგულირება და მწვანე საფარის მოწყობა, ჰაერის ხარისხის და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, დაბინძურებული ჰაერის ზეგავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

 


შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი