საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “იაპონური ბაღი” გაიხსნა
22-10-2016, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “იაპონური ბაღი” საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბაღი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე, 250 კვ.მ ფართობზე მოეწყო და მასში იაპონური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორებიცაა ტორიის ჭიშკარი ალისფერი ჭიშკარი, რომელიც იაპონური სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა, ტასოტოს სტილის ქვის კოშკი, რომელიც ბედნიერებისა და იღბლის მომტან სკულპტურად ითვლება.

 

 

 

ბაღში არის ასევე კასუგას სტილის ქვის ლამპარი და ტრადიციული იაპონური ალისფერი ხიდი. ბაღის ერთგვარი სიმბოლოა ფუჯის მთის სკულპტურა და ფუჯისანის ვულკანური მთის ფერდობებიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლავის ნაწილები, რომელიც იაპონური ბაღის უცვლელ ელემენტს წარმოადგენს.

 

 

„იაპონური ბაღის“ გახსნას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, თბილისის მერის მოადგილეები, ასევე თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ.

 

 

დღესვე ბაღში იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონია მოეწყო. „იაპონური ბაღის“ გახსნა ხეების დარგვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა და თბილისის მერმა ბაღში სტუმრებთან ერთად ხუთი ძირი ორ მეტრიანი მთის ნეკერჩხალი დარგო.

 


“იაპონურ ბაღში”, ასევე, დაირგო სხვადსხვა სახეობისა და ფორმის მერქნიან მცენარეთა საინტერესო ნიმუშები. მათ შორის, ნეკერჩხლების, ფიჭვების, კვიპაროსების, ნაძვის, როდოდენდრონებისა და იაპონური ალუბლის (საკურას) სხვადასხვა დეკორატიული ბუჩქი, დაიგო მწვანე საფარი. ბაღი გაშენებულია იაპონური ბაღების ყველა პრინციპის დაცვით, მისი პროექტი ეკუთვნის იაპონურ კომპანია “კოსუგის”, რომლის წარმომადგენლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბაღის მოწყობის პროცესს.

 


როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის პროგრამის ფარგლებში გამწვანების ღონისძიებები მომავალი კვირიდან აქტიურად დაიწყება და შემოდგომაზე დედაქალაქის ტერიტორიაზე 80 000 ხე დაირგვება.

 


„დღეს ჩვენს ქალაქს, კერძოდ ბოტანიკურ ბაღს შეემატა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ღია სივრცე - იაპონური ბაღი. ყველას მოგეხსენებათ, რომ იაპონური ბაღი იაპონიის კულტურის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლოა. ამ ქვეყნის საბაღო ხელოვნება უძველესი და ღრმა შინაარსის მატარებელია და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ბოტანიკური ბაღების ღირსშესანიშნაობად ითვლება და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს. შესაბამისად, სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდა იაპონური ბაღის მოწყობა თბილისშიც. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში და დარწმუნებული ვარ, იგი ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად იქცევა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „იაპონური ბაღის“ მშენებლობა განხორციელდა საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით, JAPAN EXPO’70 FUND-ისა და კომპანია JTI-ის მხარდაჭერით და იგი ეძღვნება საქართველოსა და იაპონიის მეგობრობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი