შატილში მცხოვრებ 13 ოჯახსა და სკოლა-პანსიონს საშეშე მერქანი გადასცეს
22-10-2016, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მცხოვრებ 13 ოჯახსა და სკოლა-პანსიონს საშეშე მერქანი გადაეცათ.

 

 

როგორც Guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პარალელურ რეჟიმში მწყობრიდან გამოსული შატილის მცირე ჰესის აგრეგატების შეკეთება მიმდინარეობს.

 


"სატყეო დეპარტამენტის დახმარებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო განყოფილებამ, გამგებლის წარმომადგენლის შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში ამირან გოგოჭურთან ერთად, ბულაჩაურის სატყეო ზონიდან სოფ. შატილის სკოლა-პანსიონსა და მუდმივად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას (13 ოჯახი) გადასცა 24 მ3 საშეშე მერქანი.

 


ინტენსიურად მიმდინარეობს შატილის მცირე ჰესის აგრეგატების შეკეთება. სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მის აღდგენაში ჩართულია და უდიდეს დახმარებას უწევს ენერგეტიკის სამინისტრო. ამჟამად, მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება 8-საათიანი გრაფიკით და უმოკლეს ხანში, სრულად, 24-საათიანი რეჟიმით აღდგება უფასო ელექტროენერგია", - აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი