ცესკო: მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტური გაიმართება
22-10-2016, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

ცესკო-ს ცნობით, 48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონე ორი შემდეგი კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი და თამაზ ნავერიანი მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

ცესკო-ს მონაცემებით, საერთო ჯამში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა 10 026 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების რაოდენობის 48, 11%-ია და "ქართული ოცნების" კანდიდატმა 9 051 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 43,43 %-ია.

 


ცესკო-ს მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი ორი კანდიდატია - სანდრა რულოვსი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 10 692 ხმა, რაც საერთო რაოდენობის 44,8%-ია და ედიშერ თოლორაია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 11 607, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,63%-ია. მეორე ტური აღნიშნულ საარჩევნო ოლქშიც გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი