[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა (ვიდეო)
31-01-2014, 21:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                                    

 

გერმანიაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ლამბერტო ზანიერთან მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გავლების ფაქტებს.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს სამთავრობო სტრატეგიის თაობაზე და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

 

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ეუთო-ს ყოვლისმომცველი საველე მისიის აღდგენის საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხსა და ამ მიმართულებით საქარველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

 

 

ქართულმა მხარემ ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოვლინების გამო.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის საკითხს და მასთან დაკავშირებულ პროცესებს.

 

 

საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ისაუბრეს საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხზე და ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ დაფიქსრებულ მნიშვნელოვან პროგრესზე.

 

 

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება. სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. გამოითქვა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების სურვილი.

 

 

ცოტა ხნის წინათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტ ულრიხ გრილოს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს და უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე გერმანული ბიზნესის გააქტიურების შესაძლებლობებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ინდუსტრიის გაერთიანების პრეზიდენტს ქართული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 


პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ხვალ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი