საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თქმით, ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი, ხატის ძალა.
ამის შესახებ ილია მეორემ დღეს საკვირაო ქაგადებისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ.
„ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უარყოფს ხატის თაყვანისცემას, მაგრამ მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატი არის გამოსახულება იმ პირველი ადამიანისა, რომელიც არის გამოსახული ამ ხატზე. კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა. ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავიანთი შვილები, ხატით უნდა დალოცონ. ეს ხატი მუდამ მფარველი ძალა იქნება შვილისა“,-ბრძანა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.