სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს - „გამარჯვება მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც“
23-10-2016, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.


როგორც მან ,,ოდიში ნიუსთან'' ვიდეოინტერვიუში განაცხადა, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

 

 

,,მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს მათი ნდობისთვის და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც. ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავედი, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში შემოსვლას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი, მთელ ზუგდიდში ძალიან ცუდი - ქურდული, კრიმინალური და წნეხის პირობებია შექმნილი და არ მინდა, ამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში - ეს ჩემი ვალდებულებაა.

 

 

ეს გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში იყო. მე მიკვირს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება (გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც კარგად ჩანს დარღვევების ფაქტები- გამქრალი ბიულეტენები, ერთი და იგივე ხალხი უბანში, ფოტოების გადაღება და ა.შ. ეს არის გაყალბება, რომელსაც მასშტაბებს ვერ დაუდებ, ეს იყო ყველგან.

 


ჩემი გამარჯვება პირველ ტურში - ეს იყო პირადი მარცხი ივანიშვილისთვის, არაფორმალური მმართველისთვის, ვინც 8 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ ,,ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში''. და ეს მიიღეს, როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის. მე მემატება ძალა და ბრძოლის უნარი ხალხისგან და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ არ უნდა დავრჩე ასე, უნდა გავაგრძელო მუშაობა და მოვიქცე როგორც გამარჯვებული და ასეც იქნება ზუგდიდის რაიონშიც, ზოგადად პოლიტიკაშიც და ჩემს მომავალ ქმედებებში", - განაცხადა რულოვსმა.


გუშინ მარნეულისა და ზუგდიდის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.


განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარნეულის ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია - აჰმედ იმამყულიევი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 026 ხმით, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,11%-ს შეადგენს და თამაზ ნავერიანი ("ქართული ოცნება") 9051 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 43.43%-ია.

 

 

რაც შეეხება ზუგდიდს, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები არიან სანდრა რულოვსი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 692 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44.8%-ია და ედიშერ თოლორაია ("ქართული ოცნება") 11 607 ხმით, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი