თურქეთში დაღუპული მეზღვაური საქართველოში გადმოასვენეს
23-10-2016, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში დაღუპული ქართველი 23 წლის მეზღვაურის ცხედარი სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში გადმოასვენეს.

 

 

სარფში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილნი.

 

 

ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან, რათა დადგინდეს თუ რა მდგომარეობაში მოხდა ახალგაზრდა მეზღვაურის გარდაცვალება და დაცული იყო თუ არა ხომალდზე უსაფრთხოების ზომები. ისინი ასევე, აპირებენ ცხედარს ექსპერტიზა განმეორებით ჩაუტარონ.

 

 

„კომპანიის წარმომადგენელმა გადმოიყვანა ცხედარი, ექსპერტიზის დასკვნაც გაგვაცნო. აგვიხსნა, რომ ანალიზი აღებულია და დადგენილია, რომ არ იყო ნასვამ მდგომარეობაში და არ იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ გვაინტერესებს დეტალები, რა დროს, როგორ მოხდა, უსაფრთხოების ზომები დაცული იყო თუ არა“, - აღნიშნა პაატა ციხელაშვილმა.

 

 

საზღვაო ტრანსპორტის პრესსამსახურის ცნობით, 23 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, გემბანიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი