ტრამპი: კლინტონმა შესაძლოა, მე-3 მსოფლიო ომი წამოიწყოს - „რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, სადაც ბირთვული იარაღი მუშაობს, როდესაც ესაუბრება მის მოწინააღმდეგე ქვეყანას“
26-10-2016, 00:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკის გეგმა სირიაში, მესამე მსოფლიო ომს წარმოშობს. ამის შესახებ BBC წერს.

 


მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაზე, ვიდრე სირიის პრეზიდენტის დარწმუნებაზე, რომ თანამდებობიდან წავიდეს.

 


კლინტონი სირიაზე ფრენის ზონის აკრძალვის წინადადებით გამოდის, რამაც ზოგიერთის აზრით, შესაძლოა რუსულ სამხედრო თვითმფრინავებთან კონფლიქტი გამოიწვიოს.

 


სირიის საჰაერო სივრცის გაკონტროლებაზე საუბრისას ტრამპმა აპოკალიფსური სურათი დახატა და განაცხადა:

 


„თქვენ მესამე მსოფლიო ომით დაასრულებთ, თუ სირიაზე ჰილარი კლინტონს დაუგდებთ ყურს“, თქვა ტრამპმა და დაამატა:

 


„თქვენ ბრძოლა გექნებათ არა სირიასთან, არამედ ბრძოლა გექნებათ სირიასთან, რუსეთთან და ირანთან, გასაგებია?“

 


„რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, გარდა ამისა ის ქვეყანაა, სადაც ბირთვული იარაღი მუშაობს, როდესაც ესაუბრება მის მოწინააღმდეგე ქვეყანას“.

 


ტრამპმა ასევე თქვა, რომ კლინტონი ვერ შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარს მას შემდეგ რაც მან მკაცრად გააკრიტიკა იგი.

 


ტრამპმა შეკითხვა დასვა „თუ როგორ წავა უკან იგი და იურთიერთობებს იმ კაცთან, რომელიც მან ასეთ ბოროტებად დახატა“, თუკი ის არჩეული იქნება 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 


კლინტონის კამპანიამ ტრამპს „ამერიკელების შიშებზე თამაშში“ დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ორივე პარტიის, „რესპუბლიკელების“ და „დემოკრატების“ ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებმა ტრამპი მთავარსარდლობისთვის შეუფერებელ პერსონად გამოაცხადეს.

 


„ერთხელ კიდევ, იგი თუთიყუშივით იმეორებს პუტინის საუბრებს და ამერიკელების შიშებზე თამაშობს, მაშინ როცა უარს აცხადებს დადოს რაიმე გეგმა მისი მხრიდან, თუ როგორ უნდა დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“ ან შეამსუბუქოს ჰუმანიტარული უბედურება სირიაში“, - თქვა კლინტონის წარმომადგენელმა ჯესი ლირიჩმა განცხადებაში.

 


ტრამპი ასევე თავს დაესხა "რესპუბლიკელებს" იმის გამო, რომ მისი კანდიდატურის გარშემო არ გაერთიანდნენ.

 


„ჩვენ რომ გვქონდეს პარტია ერთიანი, ჩვენ არ დავმარცხდებით ამ არჩევნებზე ჰილარი კლინტონთან“, - უთხრა მან ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ მაიამიში, ფლორიდაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი