კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ შავი ზღვის რეგიონში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდნენ
27-10-2016, 03:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექვსი მოკავშირე - კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ შავი ზღვის რეგიონში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდა, - აღნიშნული განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული ზომა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

 

 

სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირე ქვეყნებმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილეს რუსეთის აქტიურობა ალიანსის საზღვართან.

 

 

"ჩვენი ძალები ნამდვილად მრავალეროვნული იქნება. ნატო დგას როგორც ერთი ორგანიზაცია და ჩვენს ნებისმიერ მოკავშირეზე თავდასხმა ყველა ჩვენგანზე თავდასხმაად ჩაითვლება.

 

 

ალიანსი აკეთებს იმას, რასაც ამბობს. დღეს განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერება. მრავალეროვნული ბრიგადა რუმინელების ხელმძღვანელობით, ხმელეთზე განთავსდება. ვმუშაობთ საჰაერო და საზღვაო ზომების დახვეწაზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

მისივე თქმით, მოკავშირეებმა ასე განიხილეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში გამართული წვრთნები და კალინინგრადში “ისკანდერის” ტიპის სარაკეტო კომპლექსების განთავსება.

 

 

„მხოლოდ ამ თვეს რუსეთმა კალინინგრადში ბირთვული შესაძლებლობის ისკანდერის ტიპის რაკეტები განალაგა და შეაჩერა პლუტონიუმის შეთანხმების ხელშეკრულება შეერთებულ შტატებთან“, თქვა სტოლტენბერგმა, რომელმაც რუსეთი უკრაინაში მეამბოხეებისადმი მხარდაჭერის გაგრძელებაშიც დაადანაშაულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი