Reuters-ი: აშშ დოლარი მოსალოდნელია, რომ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს მომავალ წელს, რადგან ფედერალური რეზერვი მძლავრად ცდილობს სვლას მაღალი საპროცენტო განაკვეთისკენ
01-11-2016, 07:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების დოლარი მოსალოდნელია, რომ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიდეს მომდევნო წელს, რადგან ფედერალური რეზერვი მძლავრად ცდილობს სვლას მაღალი საპროცენტო განაკვეთისკენ. ამის შესახებ „როიტერსი“ უცხო ვალუტის გადაცვლის სტრატეგების გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

 


შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა და მისმა შედეგებმა შესაძლოა მოკლევადიანი რისკები წარმოშვას დოლართან მიმართებაში, მაგრამ 26 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გამოკითხულ 60-ზე მეტ სტრატეგს შორის უმრავლესობა პროგნოზირებს, რომ დოლარზე ზეწოლის მხრივ, აღნიშნული ფაქტორის დიდი ნაწილი უკვე ასახულია.

 


დოლარი მოულოდნელად გაჯანსაღდა ოქტომბერში, 3 პროცენტზე უფრო მეტი მაჩვენებლით, და თითქმის 9 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში - შეერთებული შტატების ეკონომიკური მონაცემებით ზურგამაგრებული.

 

 

ამან კი შთანთქა მოლოდინები მოვაჭრეებსა და ფედერალური რეზერვის ანალიტიკოსებს შორის რომ საბოლოოდ საპროცენტო განაკვეთის ზრდა დეკემბერში განხორციელდებოდა.

 


როგორც კი ეს მოლოდინები მდგრადი გახდა, სტრატეგები არ მოელიან ვალუტის უფრო მეტად გაჯანსაღებას მომავალ წლამდე.

 

 

„იმ დროის განმავლობაში, როცა ჩვენ არ შეგვიძლია განვჭვრიტოთ მომავალი გლობალური რისკის გამწვავება... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფედერალური რეზერვის მოსალოდნელი გამკაცრება, უფრო მდგრადი მამოძრავებელი ძალა გახდება შეერთებულ შტატების დოლარის გამყარებისა“, - დაწერა BMO-ს მთავარმა ეკონომისტმა ბენიამინ რეითზესმა.

 

 

ბოლო გამოკითხვებმა, 2016 წლის დასაწყისში, იწინასწარმეტყველა რომ ევრო დოლართან მიმართებაში იქნებოდა $1.09 ერთ, სამ, ექვს და 12 თვეში.

 

 

„შეერთებული შტატების დოლარის ზრდა მოსალოდნელია რომ გაგრძელდეს“, - დაწერა Morgan Stanley-ის სტრატეგმა ჰანს რედეკერმა.

 


მაშინ როცა იაპონიის ბანკმა კიდევ უფრო გააფართოვა მისი, მასობრივი სტიმულირების უკვე არსებული პროგრამა, იენი დოლართან მიმართებაში მაინც მკვეთრად, 12 პროცენტზე მეტი ნიშნულით დაეცა და როგორც წინასაწარმეტყველებენ და მათ შორის არიან BMO-ს ექსპერტებიც, იენი კიდევ უფრო მეტად დასუსტდება, დაახლოებით 1.3 პროცენტით.

 


ამასობაში კი სტერლინგი დოლართან მიმართებაში 20 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა ევროკავშირის დატოვებას მისცეს ხმა. პროგნოზირებენ რომ ფუნტი კიდევ დაეცემა 5 პროცენტით იმის მერე, როცა დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირიდან გასვლის ფორმალურ პროცესს დაიწყებს, თუმცა არ პროგნოზირებენ, რომ სტერლინგი ევროსთან მიმართებაში შესუსტდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი