თურქეთში, ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
04-11-2016, 07:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დემირტასის დაკავებიდან რამდენიმე საათში ავტომანქანაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვმა კი 100-სს გადააჭარბა.

 


თურქეთის პრო-ქურთული ოპოზიციური პარტიის ორი ლიდერი და პარლამენტის წევრები შუაღამისას დააპატიმრეს. სელაჰათინ დემირტასი (ხელმარცხნივ დაბლა მოცემულ ფოტოზე) და ფიგენ იუკსეკდაგი, უსაფრთხოების ძალებმა, კონტრ-ტერორიზმის გამოძიების ფარგლებში, თავიანთ სახლებში აიყვანეს. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

 

 

„ხალხის დემოკრატიის პარტიის“ ლიდერებთან ერთად ამავე პარტიის სულ მცირე სხვა ცხრა დეპუტატიც პატიმრობაშია აყვანილი.

 

 

ამასობაში, თურქეთის ტერიტორიაზე სოციალური ქსელები ხელმიუწვდომელია.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებებიდან მალევე Twitter-ი, Facebook-ი, YouTube-ი და Whatsapp-ი ხელმიუწვდომელი გახდა მაშინაც კი, როცა მომხმარებელი ქსელში შეღწევას შეზღუდვებისთვის გვერდის ავლით, შემოვლითი გზით, ვირტუალური კერძო ქსელის (VPN) გამოყენებით ცდილობდა.

 

 

დემირტასმა მისი დაპატიმრების შესახებ სოციალური ქსელების გათიშვამდე „თვითერზე“ დაწერა.

 

 

მე-2 დეპუტატმა მისი პარტიიდან, ერთუგრულ ქურქჩუმ, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, BBC-ს უთხრა, რომ დაპატიმრებები „სრულიად უკანონოა“.

 

 

მან თქვა: „ამ სადამსჯელო ღონისძიებებს ამ ღამით, არაფერი საერთო არ აქვს პროცედურულ კანონთან, სისხლის სამართლის კანონთან, და ნებისმიერ იმ კანონთან, რომელიც კონსტიტუციაშია მოცემული. ეს არის უკანონო გატაცება „ხალხის დემოკრატიის პარტიის“ პარლამენტარებისა. თურქეთის მთავრობა ნაცისტური სტილის დიქტატურისკენ მიემართება.

 

 

„დაიცავს, თურქეთის მთავრობა საპარლამენტო დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს? ეს არის მთავარი კითხვა“.



გასულ თვეს, თურქეთის ქურთული უმრავლესობით დასახლებულ ქალაქში, ასევე ტერორიზმის გამოძიების ფარგლებში, მერიის მაღალჩინოსნები დააკავეს.



საგანგებო მდგომარეობა


პოლიციამ, დაპატიმრებების პარალელურად, გაჩხრიკა „ხალხის დემოკრატიის პარტიის“ სათაო ოფისები ცენტრალურ ანკარაში. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „ხალხის დემოკრატიის პარტიას“ კავშირები აქვს „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ მებრძოლთა დაჯგუფებასთან, მაგრამ პარტია კატეგორიულად უარყოფს ამას.


თურქეთი ჯერ კიდევ იმყოფება საგანგებო მდგომარეობის ქვეშ, რომელიც ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაწესდა. ეს საშუალებას აძლევს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მის კაბინეტს, პარლამენტის გვერდის ავლით მიიღოს ახალი კანონები, გაამკაცროს ან შეაჩეროს ნებისმიერი კანონი, რომელიც ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას ეხება.

 

 

„ქურთისტანის მშრომელთა პარტია“, შეერთებული შტატების, ევროკავშირის და თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.



საჯარო სექტორში დასაქმებული 100 000-მდე ადამიანი, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით, სამსახურებიდან დაითხოვეს, ათეულობით ათასი სამხედრო, პოლიციელი, მათ შორის არმიის გენერლები და მაღალი რანგის ოფიცრები, საგანმანათლებლო, მედიის და სხვა სექტორების მოხელეები კი დააპატიმრეს.



„ხალხის დემოკრატიის პარტია“ თურქეთის პარლამენტში პირველად გასულ წელს შევიდა, როდესაც მან 59 მანდატი მოიპოვა და ქვეყნის მესამე ყველაზე დიდი პარტია გახდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი