იორდანიაში, საჰაერო ბაზაზე, სამი ამერიკელი სამხედრო ურთიერთსროლების შედეგად მოკლეს
04-11-2016, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იორდანიაში, საჰაერო ბაზაზე, შეერთებული შტატების სამი სამხედრო ტრენერი ურთიერთსროლების შედეგად მოკლეს. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC იორდანიის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ორი ამერიკელი იყო მოკლული. ბოლო ცნობით კი, ერთი სამხედრო ბაზაზევე მოკვდა, სხვა ორი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

 

 

ამერიკელი სამხედროების ავტომანქანას ალ-ჯაფრის ბაზაზე, ქვეყნის სამხრეთით, იორდანიის უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ამერიკელებმა ბაზის შესასვლელ ჭიშკართან ავტომანქანა არ გააჩერეს.

 

 

ინციდენტი იორდანიაში შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა.

  

 

„ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას ბაზის შესასვლელთან მას შემდეგ, რაც ტრენერების სატრანსპორტო საშუალება დაცვის ბრძანების გაცემის გარეშე ცდილობდა ჭიშკარში შესვლას“, - ნათქვამია იორდანიის მხარის განცხადებაში.

 

 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლის გახსნის მიზეზის დასადგენად.

 

 

იორდანია შეერთებული შტატების ახლო მოკავშირე და ამავე დროს სირიასა და ერაყში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის წევრია.

 

 

შეერთებული შტატების სამხედროები იორდანიაში სირიელი მებრძოლების მცირე ჯგუფს წვრთნიან, ისევე როგორც ერაყის და პალესტინის უსაფრთხოების ძალებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი