ნიუ იორკის ხელისუფლება არჩევნების დღეებში მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააფრთხილეს
04-11-2016, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ფედერალურმა ოფიციოზმა ნიუ იორკის ხელისუფლება - ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი და ნიუ იორკის პორტის ხელმძღვანელობა - არჩევნების დღეებში ალ-ყაიდას მებრძოლი დაჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 


ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საფრთხის შემცველ ინფორმაციას სპეციფიკა აკლია და მისი ჯერ კიდევ შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

 


„ჩვენ ინფორმაციის საქმის კურსში ვართ. ჩვენ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან, ტერორისტული საფრთხის ერთობლივ ძალებთან და ჩვენი კონტრტერორიზმის და დაზვერვის ბიუროების მეშვეობით ვმუშაობთ“, - განაცხადეს ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში.

 


CBS News-ი პარასკევს უფრო ადრე იუწყებოდა იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა ნიუ იორკის, ტეხასის და ვირჯინიის ადგილობრივი ხელისუფლებები გააფრთხილეს, ორშაბათს, არჩევნების წინა დღეს, ალ-ყაიდას დაჯგუფების მიერ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ.

 


CBS-მა დაუდგენელი წყაროების ციტირება მოახდინა და არ დაუსახელებია ამ შტატებში სპეციფიკური ადგილები.

 


ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ CBS-ის რეპორტაჟის დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა. „კონტრტერორიზმის და უსაფრთხოების ძალები ინარჩუნებენ სიფხიზლეს, რათა შეერთებული შტატები თავდასხმებისაგან დაიცვას“, - განაცხადა FBI-მ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი