ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტრამპისადმი მხარდაჭერა იზრდება - კლინტონი კამპანიას იმ შტატებში მართავს, რომელიც დემოკრატებისთვის უსაფრთხოდ იყო მიჩნეული
05-11-2016, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმ ფონზე, როცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის მხარდაჭერა იზრდება, ჰილარი კლინტონი ინტენსიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს და შეხვედრებს იმ შტატებში მართავს, რომელიც დემოკრატებისთვის უსაფრთხოდ იყო მიჩნეული.

 


როგორც BBC იუწყება, ორივე გუნდი ახლა კონცენტრირებულია იმაზე, რომ თავინათი მხარდამჭერები არჩევნებზე მიიყვანონ, ვიდრე იმაზე, რომ გავლენა იქონიონ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე.

 


37 მილიონი ნაადრევი საარჩევნო ბიულეტენი უკვე ჩაგდებულია.

 

 

ახლა ერთ-ერთი მთავარ ამოცანად რჩება ის, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში ჩაივლის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები მაშინ, როცა შეერთებული შტატების ფედერალურმა ოფიციოზმა ნიუ იორკის ხელისუფლება - ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი და ნიუ იორკის პორტის ხელმძღვანელობა - არჩევნების დღეებში ალ-ყაიდას მებრძოლი დაჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააფრთხილა.

 


ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საფრთხის შემცველ ინფორმაციას სპეციფიკა აკლია და მისი ჯერ კიდევ შეფასების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ ქუჩებში პოლიციის ოფიცრებით პატრულირება დაიწყო. 

 

 

 

 

„ჩვენ ინფორმაციის საქმის კურსში ვართ. ჩვენ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ტერორისტული საფრთხის ერთობლივ ძალებთან და ჩვენი კონტრტერორიზმის და დაზვერვის ბიუროების მეშვეობით ვმუშაობთ“, - განაცხადეს ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში.

 


CBS News-ი პარასკევს უფრო ადრე იუწყებოდა იმის შესახებ რომ შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა ნიუ იორკის, ტეხასის და ვირჯინიის ადგილობრივი ხელისუფლებები გააფრთხილეს, ორშაბათს, არჩევნების წინა დღეს, ალ-ყაიდას დაჯგუფების მიერ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ.

 


CBS-მა დაუდგენელი წყაროების ციტირება მოახდინა და არ დაუსახელებია ამ შტატებში სპეციფიკური ადგილები.

 


ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ CBS-ის რეპორტაჟის დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა. „კონტრტერორიზმის და უსაფრთხოების ძალები ინარჩუნებენ სიფხიზლეს, რათა შეერთებული შტატები თავდასხმებისაგან დაიცვას“, - განაცხადა FBI-მ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ინფორმაცია შეერთებულ შტატებზე მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მაშინ გავრცელდა, როცა კლინტონი და ტრამპი საარჩევნო კამპანიის ბოლო ფაზაში არიან შესულნი და საბოლოოდ ცდილობენ მხარდაჭერის მოპოვებას ამერიკის საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეული შტატების გარშემო.

 


ორთავე მათგანმა მასობრივი მიტინგები გამართა ოჰაიოსა და პენსილვანიაში, ორ მთავარ შტატში, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს სამშაბათს.

 


ტრამპი ასევე იმყოფებოდა ნიუ ჰამპშირში, სადაც მან მხარდამჭერებს უთხრა, რომ მის მოწინააღმდეგეს იმ სირიელი ლტოლვილების „550%-ით გაზრდა“ უნდა, რომელთაც შეერთებულ შტატებში შემოსვლის უფლება ექნებათ.

  


„მისი გეგმა გულისხმობს ტერორიზმის თაობებს, ექსტრემიზმს და რადიკალიზმს, რომელიც ჩვენს სკოლებსა და საზოგადოებებში გავრცელდება“, - თქვა რესპუბლიკელმა კანდიდატმა.

 


ამასობაში, კლინტონმა მომიტინგეებს პიტსბურგში, პენსილვანიაში, უთხრა, რომ ტრამპი მისი ხასიათისა და ქალებისა და უმცირესობების მიმართ აგდებული გამონათქვამების გამო, „შეუფერებელია“ პრეზიდენტობისთვის.

 


ტრამპი ამჟამად წინა არის ოჰაიოში Real Clear Politics-ის გამოკითხვების მიხედვით, მაშინ როცა ჰილარი კლინტონი მცირე უპირატესობით უსწრებს მეტოქეს პენსილვანიაში.

 


ეროვნული გამოკითხვები აჩვენებს, რომ რესპუბლიკელმა კანდიდატმა მნიშვნელოვნად წაიწია წინ ბოლო ერთ კვირაში და მის შემდეგ. ეს იმპულსის მიმცემი აღმოჩნდა ტრამპისთვის რამდენიმე მთავარ, საარჩევნო ბრძოლის ველად ქცეულ შტატში.

 


დემოკრატების კანდიდატს რამდენიმე მძიმე დღე ჰქონდა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ის იძიებდა იმ ელექტრონული წერილების საქმეს, რომელიც შესაძლოა კავშირში ყოფილიყო მის მიერ კერძო ელექტრონული წერილების გამოყენებასთან იმ დროს, როცა იგი ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

 


კლინტონმა თქვა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ახალი გამოძიება არ შეცვლის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წინა გამოძიების შედეგს, რომლის მიხედვითაც მას ბრალეულობა არ დაუდგინდა და შესაბამისად, საქმე ივლისში დაიხურა კიდეც.

 


კლინტონის ბანაკმა, არჩევნებამდე 11 დღით ადრე FBI-ს განცხადების დროსთან მიმართება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ორმა მთავარმა დემოკრატმა გააკეთა მოწოდება მასში ტრამპის მოადგილისა და ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის როლის გამოძიებაზე.

 


პარასკევ დილას Fox News-სთან ინტერვიუში, ჯულიანიმ თქვა, რომ მან იცოდა ახალი გამოძიების შესახებ მანამ, ვიდრე ის გამოცხადდებოდა: „მე არ მქონია ამაში როლი. გაგებული მქონდა ამის შესახებ? თქვენ ხართ სავსებით მართალი, მე გაგებული მქონდა ამის შესახებ“.

 


დემოკრატების წარმომადგენლებმა ელიჯა კამინგსმა და ჯონ კონიერსმა პარასკევს, შუადღით, იუსტიიციის დეპარტამენტს მისწერეს გამოძიების დაწყების თხოვნით, თუ რა წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა ინფორმაცია ჯულიანის.

 


„ამ ინფორმაციების გაჟონვა FBI-ის ყოფილ ოფიციალურ პირებზე, როგორც ტრამპის კამპანიის არხზე, არის თანაბრად აუტანელი“, - აღნიშნულია მათ წერილში.

 


მაგრამ მოგვიანებით ჯულიანიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან წინასწარ იცოდა გამოძიების შესახებ, უთხრა რა CNN-ს რომ მას არ მიუღია წინასწარ შეტყობინება FBI-საგან: „არა, მე არ მისაუბრია FBI-ს ახლანდელ აგენტურასთან“.

 

 

 

 

კლინტონის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული პრეზიდენტი ბარაქ ობამა. ჩრდილო კაროლინაში მან შეაქო ჰილარი კლინტონის მიერ სახელმწიფო მდივნის პოსტზე გაწეული საქმიანობა.

 


"იგი შეუდარებელი იყო ამ პოსტზე. იგი ჩემი ერთგული იყო", თქვა მან. ობამა ცდილობს ენერგიის შემატებას აფრო-ამერიკელებისათვის, რომელთათვისაც იგი ძალზე პოპულარულია და ახალგაზრდებისთვის, რომ კლინტონის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი, როგორც ეს მათ გააკეთეს მისთვის 2008-2012 წლებში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი