იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქცია შეტაკებაში გადაიზარდა. BBC-ის ცნობით, დემონსტრანტებსა და სამართლადამცავებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი პოლიციელი დაშავდა.
ფლორენციის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აპროტესტებდნენ.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტები იმ შენობისკენ გაემართნენ, სადაც იტალიის დემოკრატიული პარტიის ყოველწლიური ყრილობა იმართებოდა.
პრემიერ მინისტრის, მატეო რენცის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებები სენატისა და რეგიონული პარლამენტების როლის დაქვეითებას გულისხმობს.
ინიციატივის მოწინააღმდეგეები განმარტავენ, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ძალაუფლების ერთ ადამიანში კონცენტრაციის საფრთხე იქმნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.