ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის პოლიციის უფროსის, გიორგი ლორთქიფანიძის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ოდესის ისტორიაში გიორგი ლორთქიფანიძე იყო პოლიციის პირველი უფროსი, რომელიც ქრთამს არ იღებდა.
სააკაშვილის თქმით, "ლორთქიფანიძეს ჯერ ფუნქციების უმეტესობა ჩამოართვეს, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყო".
"ახლა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და ყველა სახის ნაძირალას შეუძლიათ გამარჯვება იზეიმონ, მაგრამ ვარწმუნებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება“, - წერს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.