2014 წლისპირველი თებერვლიდან ქართველ გადამზიდავებს თურქეთში ტრანზიტული გადაადგილება 113 დოლარი დაუჯდებათ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, "თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს 2014/89769977-tiflis BE/4211730 ნოტის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1-ელი თებერვლიდან თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაწესდა გადასახადი 113 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი თურქული ლირის ოდენობით, როგორც საპასუხო ზომა, მესამე ქვეყანაში სატრანზიტო გადაზიდვების განმახორციელებელი (ცარიელი-დატვირთული) ქართული სანომრე ნიშნიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის "ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის" (ECMT) ნებართვით ქვეყანაში შესვლისა და გამოსვლის დროს ცალ-ცალკე", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.